
დანია EU-ს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
ფორმულა|formulanews.ge
Reuters-ის ინფორმაციით, დანიამ ევროპელ დიპლომატებს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთისთვის კონკრეტული ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.
დანია ითხოვს, რომ ევროკავშირმა შენგენის ზონაში შესვლაზე რუსეთის მოქალაქეებს დამატებითი შეზღუდვები დაუწესოს.
ასევე, დანია ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებასა და რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
დანიამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 20 ნოემბერს დანიის პოლიციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის დაკვეთით დაგეგმილი უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.
გაზიარება:
ფორმულა
წყარო: formulanews.ge