მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთისთვის ვიღაცასთან დალაგების მთავარი ბერკეტი მათი დიდი ბაზარია.. ეს მათი იარაღია|გია პირადაშვილი
რუსეთისთვის ვიღაცასთან დალაგების მთავარი ბერკეტი მათი დიდი ბაზარია.. ეს მათი იარაღია|გია პირადაშვილი

რუსეთისთვის ვიღაცასთან დალაგების მთავარი ბერკეტი მათი დიდი ბაზარია.. ეს მათი იარაღია|გია პირადაშვილი

BM.GE16 ივნისი, 2026, 10:47|bm.ge

“რუსეთისთვის ვიღაცასთან მოლაპარაკების და დალაგების მთავარი ბერკეტი მათი დიდი ბაზარია.. ეს მათი იარაღია”, - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია “შატო მერე ვაინსის” თანამფლობელმა გია პირადაშვილმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილში”, სადაც ერთ-ერთი კითხვა რუსეთში ექსპორტიორი ქართული კომპანიებისთვის რუსეთის ბაზრის შესაძლო ჩაკეტვას შეეხებოდა.

საქმე ის არის, რომ რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქის, ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ინფორმაციით, არსებობს ქართული კომპანიების სია, რომლებსაც, შესაძლოა, უახლოეს მომავალში რუსეთში ექსპორტი აიკრძალოთ. როგორც მან BMG-სთან განაცხადა, სია მზარდია და სავარაუდოა, რომ აკრძალვა წელს ამოქმედდება. ბიზნესმენის თანახმად, ეს არის კომპანიები, რომლებიც აფინანსებენ ანტირუსულ საქმიანობას საქართველოში.

გია პირადაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მისი კომპანია რუსეთში დიდ ექსპორტს არ ახორციელებს, ბაზრის ჩაკეტვა მსხვილი მწარმოებლებისთვის სერიოზული დარტყმა იქნება.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტი მზარდია - რას და რამდენს ვყიდით|5 წლის ტენდენცია

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი ექსპორტიორები არ ვართ რუსეთში - დაახლოებით, 5 000-დან 10 000 ბოთლამდე ვყიდით წელიწადში; გვყავს ჩვენი პარტნიორი კომპანია, რომელიც მარტო ჰორეკაზეა ორიენტირებული და მარტო გარკვეულ ბაზარზე ყიდის ჩვენს ღვინოს, მიუხედავად ამისა, საკმაოდ რთული დარტყმა იქნება ეს დიდი მწარმოებლებისა და დიდი ექსპორტიორებისთვის რუსეთის ბაზარზე“, - განაცხადა გია პირადაშვილმა.

მისივე თქმით, ქართული ღვინის სექტორისთვის მთავარი ამოცანა ალტერნატიულ, სტაბილურ ბაზრებზე აქტიური მუშაობა უნდა გახდეს.

"ამიტომაც ვამბობ, რომ მთავარია, ჩვენი აგრესიული მარკეტინგული მოქმედებები განვახორციელოთ სხვა ქვეყნებში. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები, ეს არის ევროპის ბაზარი, ეს არის აღმოსავლეთ ევროპა… ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამუშაო მიმართულება, რადგან რუსეთი ყოველთვის იყო ასეთი ბაზარი – [დიდი, მაგრამ ძალიან რისკიანი და არასანდო]. ყოველთვის, ჩვენი დიდი პარტიებით გატანასაც და მცირე პარტიებით გატანასაც რუსეთში, ყოველთვის განვიხილავთ ხოლმე როგორც რაღაც პროექტს. იმიტომ, რომ არასოდეს გვქონდა იმედი იმისა, რომ ეს იქნებოდა სტაბილური ბაზარი, გამომდინარე მათი ხასიათიდან. ასე რომ, ეს პირველად არ ხდება, ეს ხდება უკვე 100 წლის განმავლობაში. მათთვის მთავარი ბერკეტი, ვიღაცასთან რამის მოლაპარაკების და დალაგების, არის მათი დიდი ბაზარი. კი ბატონო, მესმის, ეს მათი იარაღია. ვფიქრობ, ჩვენი რესურსები უნდა მივმართოთ მაქსიმალურად სტაბილური და ბევრად უფრო დიდი ბაზრებისკენ, დარეგულირებისკენ, ვიდრე რუსეთია“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

კითხვაზე, ფლობდა თუ არა დარგში არსებულ ინფორმაციას კომპანიებისთვის რუსეთის ბაზრის შესაძლო ჩაკეტვის შესახებ, გია პირადაშვილმა უპასუხა, რომ ამის შესახებ მანამდე არ სმენია.

"სხვათა შორის, საერთოდ არ გამიგია ის ინფორმაცია, იმიტომ რომ სულ ყოველთვის ისმის ხოლმე მსგავსი მესიჯები ტელევიზიით ან სოციალურ ქსელში", - თქვა მან.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა

სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა

BM.GE

2025 წელს სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 5.9% იყო - საქსტატი

2025 წელს სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 5.9% იყო - საქსტატი

BM.GE

რას გულისხმობს მოლაპარაკებების “პირველი კლასტერი”, რომელიც EU-მ უკრაინისა და მოლდოვასთვის გახსნა?

რას გულისხმობს მოლაპარაკებების “პირველი კლასტერი”, რომელიც EU-მ უკრაინისა და მოლდოვასთვის გახსნა?

BM.GE

როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში - გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს

როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში - გაეცანი სრულად დაფინანსებულ ბიზნესკურსს

BM.GE