მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა
სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა

სალომე ზურაბიშვილს მარკ პალმერის პრიზი გადაეცა

BM.GE16 ივნისი, 2026, 12:10|bm.ge

საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Freedom House-გან მარკ პალმერის პრემია მიიღო.

დაჯილდოების ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ ჯილდოს ასევე იმსახურებენ ის ადამიანებიც, რომლებიც საქართველოში დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის დასაცავად იბრძვიან.

"საქართველოში ბევრი ადამიანია, ვინც ჩემი სახით იმსახურებს ამ ჯილდოს. ესენი არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც უკვე 18 თვეა ციხეში სრულიად უმიზეზოდ სხედან, მხოლოდ იმის თქმისა და იმის ერთგულებისთვის, რაც მათ მიაჩნიათ, რომ უნდა იყოს საქართველოს გზა და საქართველოს დამოუკიდებლობა.

ადამიანები, რომლებსაც დღეს საქართველოში აპატიმრებენ უბრალოდ დგომისთვის, უბრალოდ ტროტუარზე დგომისთვის, არაფრის კეთებისთვის, ეს ადამიანები იმსახურებენ ამ პრემიას.

დემოკრატიის მშენებლობა და დემოკრატიის დაცვა ძალიან ხანგრძლივი და რთულია, მაგრამ მისი დანგრევა ძალიან ადვილია და ძალიან, ძალიან სწრაფად ხდება.

ისინი [რუსული სპეცსამსახურები] ამჟამად ცდილობენ არა მხოლოდ საზოგადოების რეპრესიას, არამედ მათ დეპრესიაში ჩაგდებას.

ჩვენ [ქართველები] კვლავ მნიშვნელოვანი ვართ, რადგან ვაპირებთ გავაგრძელოთ არა მხოლოდ დემოკრატიის, არამედ ჩვენი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვა მანამ, სანამ თუნდაც ერთი ადამიანი იდგება ტროტუარზე და ამისთვის წავა ციხეში.

ეს ჯილდო ნამდვილად არის მხარდაჭერა თითოეული იმ ადამიანის მიმართ, ვინც საქართველოში იბრძვის", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

SpaceX-მა რეკორდულ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა და რეიტინგში უკვე Amazon-ს უახლოვდება

SpaceX-მა რეკორდულ $2.5 ტრილიონს გადააჭარბა და რეიტინგში უკვე Amazon-ს უახლოვდება

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

განაახლე ტექნიკა  “მერე” ბარათით სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში

BM.GE

რუსულ Yandex Bank-სა და WB Bank-ს სანქციები დაუწესდათ

რუსულ Yandex Bank-სა და WB Bank-ს სანქციები დაუწესდათ

BM.GE