მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის ნულამდე შეამცირა
რუსეთმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის ნულამდე შეამცირა

რუსეთმა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი თითქმის ნულამდე შეამცირა

BM.GE19 მაისი, 2026, 18:40|bm.ge

რუსეთის ოფიციალური პროგნოზით, 2026 წლისთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპი აქამდე ნავარაუდები 1.3%-იდან 0.4%-მდე შემცირდა, საპროგნოზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 4%-იდან 5.2%-მდე გაიზარდა.

რუსეთის ვიცე-პრემიერ ალექსანდრ ნოვაკის განცხადებით, 2026 წლის ეკონომიკური ზრდის ნიშნული 0.4%-ით განისაზღვრა, ხოლო 2027 წლის პროგნოზმა 1.4% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს წინა ოფიციალური მონაცემებით, რომელიც 2025 წლის სექტემბერში გამოქვეყნდა, 2026 წელს მშპ-ის 1.3%-იანი, 2027 წელს — 2.8%-იანი, ხოლო 2028 წელს 2.5%-იანი ზრდა იყო მოსალოდნელი.

ალექსანდრ ნოვაკმა მაჩვენებლების გაუარესება ქვეყანაში არსებულ "ზომიერად მკაცრ" მონეტარულ პოლიტიკას დაუკავშირა, რაც, მისი შეფასებით, შენელებული ეკონომიკური ზრდის პერიოდს ახანგრძლივებს.

ამასთან, ქვეყანაში მკვეთრად გაიზარდა ზარალზე მომუშავე ბანკების რაოდენობა. ცნობისთვის, თუ 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რუსეთში 34 ასეთი ფინანსური ინსტიტუტი ფიქსირდებოდა, მარტის დასაწყისისთვის მათმა რიცხვმა 60-ს მიაღწია.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

ნანა ყეინიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს ოფიციალურად 29 დეკემბერს დატოვებს - პაპუაშვილი

BM.GE

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

კონკრეტული სამუშაოები 1 თვით ვადაგადაცილებული იყო - "სმარტ სოლუშენსი" მერიამ ისევ დააჯარიმა

BM.GE