მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC
რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC

რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა - RBC

BM.GE10 ოქტომბერი, 2026, 17:57|bm.ge

რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა ქართული სასმელების (ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის) ნაწილის იმპორტი და გაყიდვა დროებით აკრძალა. როგორც RBC შესაბამის დოკუმენტსა და წყაროზე დაყრდნობით წერს, გადაწყვეტილება როსპოტრებნადზორმა მიიღო - სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურ ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.

გამოცემა წერს, რომ მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით.

"დოკუმენტის თანახმად, ევრაზიის ეკონომიკური კომისიის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქვეყანაში დროებითი სანიტარიული ღონისძიება ამოქმედდა, რაც გულისხმობს იმ პროდუქციის იმპორტისა და ქვეყნის ტერიტორიაზე ბრუნვის შეჩერებას, რომელიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით",- წერია სტატიაში.

კერძოდ, RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:

• „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო; • „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო; • „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი; • „ვაინმენის“ წარმოების ღვინო; • „ქართული ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი; • საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola; • „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.

გამოცემა ასევე წერს, რომ მაისში უწყებამ ბაზარზე აღმოაჩინა სომხური ალკოჰოლური პროდუქცია, რომელიც სავალდებულო მოთხოვნებს არ შეესაბამებოდა, რის შემდეგაც რუსეთში მისი რეალიზაციის შეჩერების განკარგულება გასცა. შეზღუდვები შეეხო სომხეთის სამ მწარმოებელს: VEDI-ALCO-ს, აბოვიანის კონიაკის ქარხანასა და ღვინისა და კონიაკის სახლ „შაჰნაზარიანს“. აპრილში როსპოტრებნადზორმა ასევე შეაჩერა სომხური მინერალური წყლის, „ჯერმუკის“ (Jermuk), ცალკეული პარტიების იმპორტი და რეალიზაცია ჯანმრთელობისთვის შესაძლო საფრთხის გამო.

BMG საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ღვინის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც საკითხზე ინფორმირებულნი არ არიან. ასევე, ვცდილობთ დამატებითი ინფორმაციისთვის შესაბამის კომპანიებს დავუკავშირდეთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 251 სტატია.

  • უკრაინაზე რუსეთის იერიშების დროს პოლონეთის საჰაერო სივრცეში დრონი შეფრინდაფორმულა
  • როსსტატი: უკრიანაში ომს რუსეთის მინიმუმ 700 ათასი მოქალაქე შეეწირატვ პირველი
  • ევროპა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის - ფრიდრიხ მერცირუსთავი 2
  • ახლა ჩვენ ვიმყოფებით რუსეთისა და ივანიშვილის გათავხედების ეტაპზე – ხოშტარიანეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

რატომ გადაწყვიტა CrowdStrike-მა $44 მილიარდად Zscaler-ის ყიდვა?

რატომ გადაწყვიტა CrowdStrike-მა $44 მილიარდად Zscaler-ის ყიდვა?

BM.GE

ელექტრომობილების გაყიდვების შემცირების ფონზე, Xiaomi-ს მოგება 57%-ით დაეცა

ელექტრომობილების გაყიდვების შემცირების ფონზე, Xiaomi-ს მოგება 57%-ით დაეცა

BM.GE

Black Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitte

Black Friday-ზე საყიდლებზე ამერიკელთა 87% წასვლას გეგმავს – Deloitte

BM.GE

Ferrari-მ 296 Challenge Stradale წარადგინა

Ferrari-მ 296 Challenge Stradale წარადგინა

BM.GE