მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა სომხეთიდან ელჩი "კონსულტაციებისთვის" გაიწვია
რუსეთმა სომხეთიდან ელჩი "კონსულტაციებისთვის" გაიწვია

რუსეთმა სომხეთიდან ელჩი "კონსულტაციებისთვის" გაიწვია

BM.GE30 მაისი, 2026, 15:38|bm.ge

სომხეთში რუსეთის ელჩი, სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება ევროკავშირთან დაახლოების მიზნით სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ გადადგმული ნაბიჯების ფონზე მიიღეს.

"სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი, სერგეი კოპირკინი მოსკოვში კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ეს უკავშირდება სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში თანამშრომლობას აზიანებს", - ნათქვამია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ერევნის ევროპულ სტრუქტურებთან კავშირების გაფართოებისა და ბოლო პერიოდში დასავლეთთან დაახლოების გამო შეშფოთება არაერთხელ გამოთქვა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 241 სტატია.

  • ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის დაბომბვისას პირველად დიდი ხნის შემდეგ ჩრდილოკორეული რაკეტა გამოიყენაიმედი
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE