მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასი ბოთლი სასმელის გაყიდვა შეაჩერა
რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასი ბოთლი სასმელის გაყიდვა შეაჩერა

რუსეთმა სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასი ბოთლი სასმელის გაყიდვა შეაჩერა

BM.GE5 აგვისტო, 2026, 04:01|bm.ge

მარკირების სისტემის რუსულმა ოპერატორმა „ჩესტნი ზნაკმა“ რუსეთში სომხეთიდან იმპორტირებული 70 ათასზე მეტი ბოთლი სასმელის გაყიდვა დაბლოკა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „ვედომოსტი“ კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

შეზღუდვების დაწესების მიზეზად, მარკირების კომპანიაში რუსეთის მოქალაქეთა „სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის შესაძლო ზიანის მიყენებას“ ასახელებენ.

უწყების გადაწყვეტილებით შეჩერებულია მინერალური სამკურნალო-სუფრის წყლის BJNI-ს, ნატურალური სასმელი წყლის (მათ შორის საბავშვო) „პროსტო აზბუკასა“ და უალკოჰოლო გაზიანი სასმელების „მოხიტოს“ ცალკეული პარტიების რეალიზაცია.

მანამდე „ჩესტნი ზნაკმა“ სომხეთიდან იმპორტირებული გაზიანი წყლის, „ჯერმუკის“ გაყიდვა შეაჩერა. პერსპექტიული ტექნოლოგიების განვითარების ცენტრის გენერალური დირექტორის, რევაზ იუსუპოვის თქმით, რუსეთში „ჯერმუკ ჯგუფის“ 338 ათასი ბოთლი წყალი იყო გაყიდვაში.

ცნობისთვის, რუსეთის ხელისუფლებამ სომხური პროდუქციის მიწოდებაზე აკრძალვების დაწესება სომხეთის ხელმძღვანელობის მიერ ევროკავშირთან დაახლოების შესახებ გაკეთებული განცხადებებისა და საპარლამენტო არჩევნების ფონზე დაიწყო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 295 სტატია.

  • გერმანია და ევროკავშირი რუსეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებს აკრიტიკებენიმედი
  • ლორდ ვუდი: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტს, რასაც უპასუხოდ არ დავტოვებთფორმულა
  • კონგრესმა მიიღო ლინდსი გრემის კანონი რუსეთისა და ირანის წინააღმდეგნეტგაზეთი
  • პრემიერი: ცნება რუსოფობია არის ინსტრუმენტი რუსოფობიის წინააღმდეგ, მიზანია ჩანასახშივე მოვკლათ რუსოფობია; კვლავაც განვაგრძობთ პრაგმატული და ამასთან ერთად პრინციპული პოლიტიკის წარმოებას რუსეთთან მიმართებით, ეს არის ჩვენი დაპირება ქართველი ხალხის მიმართრუსთავი 2
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

19 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

19 სექტემბერი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

BM.GE

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

"ოცნებამ" გრანტების სააგენტო საერთაშორისო საზოგადოებისთვის საჩვენებლად შექმნა - ავალიშვილი

BM.GE

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე  ახალ ტენდენციაა

ჩინურ ავტომობილებზე მოთხოვნა 70%-ით გაიზარდა — ბაზარზე  ახალ ტენდენციაა

BM.GE

ჯენსენ ჰუანგი აანონსებს, რომ მომავალი წლიდან Nvidia 2-ჯერ მეტ ჩიპს გაყიდის

ჯენსენ ჰუანგი აანონსებს, რომ მომავალი წლიდან Nvidia 2-ჯერ მეტ ჩიპს გაყიდის

BM.GE