მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა
რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

რუსეთმა სომხეთიდან ყვავილების იმპორტი აკრძალა

BM.GE21 მაისი, 2026, 20:13|bm.ge

მოსკოვსა და ერევანს შორის ურთიერთობების გაუარესების ფონზე, რუსეთის ხელისუფლებამ სომხეთიდან ყვავილების იმპორტზე დროებითი შეზღუდვები დააწესა.

The Moscow Times-ის ინფორმაციით, რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის სამსახურმა, Rosselkhoznadzor-მა გადაწყვეტილება ქვეყნის ფიტოსანიტარიული უსაფრთხოების დაცვის მოტივით ახსნა, რომელიც ძალაში 22 მაისიდან შევა.

უწყების განცხადებით, სომხური ხილისა და ბოსტნეულის პარტიებში სახიფათო მწერებისა და ბაქტერიების აღმოჩენის 146 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პრობლემას წარმოადგენს. ამასთან, რუსული მხარე სომხეთს ევროპული წარმოების კალმახის ფალსიფიცირებულ მიწოდებაში, ასევე ყველის, კარაქის, მინერალური წყლისა და კონიაკის ხარისხის დარღვევაში ადანაშაულებს.

როგორც ირკვევა, სავაჭრო შეზღუდვებს წინ უსწრებდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შოიგუს განცხადება, რომელმაც ერევანი მოსკოვის მიმართ არამეგობრულ ნაბიჯებში დაადანაშაულა. რუსული მხარის უკმაყოფილება მაისის დასაწყისში ერევანში გამართულ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლამ და სომხეთის მიერ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტის რატიფიცირებამ გამოიწვია. შოიგუმ სომხური მხარე რუსეთის მოქალაქეების მესამე ქვეყნებში ექსტრადიციასა და რუსული ბიზნესსუბიექტებისთვის პირობების განზრახ გაუარესებაშიც დაადანაშაულა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

ტრამპი რუსეთის საინვესტიციო ფონდისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

BM.GE

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

საქართველოს ბანკის ვებინარი მშობლებისთვის: როგორ დავეხმაროთ მოზარდებს პროფესიის არჩევაში AI-ის ეპოქაში

BM.GE

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE