მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთმა უცხოელ დიპლომატებს კიევის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა
რუსეთმა უცხოელ დიპლომატებს კიევის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა

რუსეთმა უცხოელ დიპლომატებს კიევის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა

BM.GE28 მაისი, 2026, 00:27|bm.ge

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უცხოეთის მოქალაქეებსა და დიპლომატებს უკრაინის დედაქალაქის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა. არსებული ინფორმაციით, მოსკოვი კიევში მდებარე სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და „გადაწყვეტილების მიღების ცენტრებზე“ ახალი სისტემური დარტყმების განხორციელებას გეგმავს.

აღსანიშნი ფაქტია, რომ ამ გაფრთხილებას წინ უკრაინის დედაქალაქზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმა უძღოდა. მაშინ განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები კი 90-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო. კიევში აღნიშნავენ, რომ რუსული მხარის მიერ გაფრთხილების გაჟღერება "თვალთმაქცურია", რადგან უცხოეთის მოქალაქეებისთვის წინა დარტყმებიც არანაკლებ საფრთხეს ქმნიდა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ოფიციალურ გაფრთხილებამდე ცოტა ხნით ადრე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს ტელეფონით ესაუბრა. რუსმა დიპლომატმა ამერიკელ კოლეგას კიევში მდებარე საელჩოდან პერსონალის სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდა.

როგორც კრემლში აცხადებენ, დაგეგმილი დარტყმები პასუხია კიევის მიერ ოკუპირებულ ლუჰანსკში განხორციელებულ იმ შეტევაზე, როცა მომხდარს 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ცნობისთვის, მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთმა უცხოელ მოქალაქეებს კიევის დატოვებისკენ ერთხელ უკვე მოუწოდა. მაშინ ეს მუქარა წითელ მოედანზე დაგეგმილი სამხედრო აღლუმის ჩაშლის რისკების გადასაზღვევად იქნა გაჟღერებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

პარლამენტმა კაზინოებისთვის ტურნირების მოწყობის საგადასახადო შეღავათი დაამტკიცა

BM.GE

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

გაზისა და წყლის ტარიფები მოხმარების მოცულობის მიხედვით დადგინდება - პარლამენტმა ცვლილებები მიიღო

BM.GE