მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსეთს დედოლარიზაცია არ სურს" - კრემლი
"რუსეთს დედოლარიზაცია არ სურს" - კრემლი

"რუსეთს დედოლარიზაცია არ სურს" - კრემლი

BM.GE8 სექტემბერი, 2026, 21:10|bm.ge

რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკულ დოლარზე უარის თქმისა და ეკონომიკის მიზანმიმართული დედოლარიზაციისკენ სწრაფვაზე განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ ეს მათ ინტერესში არ შედის.

კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ოფიციალური მოსკოვისთვის მისაღებია საერთაშორისო ანგარიშსწორების მისაღები ფინანსური მექანიზმის გამოყენება, მათ შორის, დოლარის. რუსეთის წარმომადგენლის განმარტებით, კრემლი მიზნად ამერიკული ვალუტის სისტემიდან განგებ განდევნას არ ისახავდა და რომ ქვეყანა საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა მისაღები გადახდის მეთოდის შენარჩუნებას ემხრობა.

კრემლის პრესსპიკერმა თქვა ისიც, რომ დასავლური სახელმწიფოები ეროვნული ვალუტების „პოლიტიკური ზეწოლის იარაღად“ იყენებენ. დიმიტრი პესკოვის განმარტებით, კონკრეტული ქვეყნები საკუთარი სავალუტო სისტემით სანქციებს აწესებენ და რუსულ მხარეს ფინანსური ოპერაციების განხორციელებას უზღუდავენ. მისი თქმით, რუსეთმა საერთაშორისო ვაჭრობაში საკუთარი ეროვნული ვალუტის გამოყენება სწორედ შექმნილი ბარიერების საპასუხოდ გაააქტიურა.

ცნობისთვის, კრემლის პრესსპიკერმა განცხადება ნიუ-დელიში დაგეგმილი BRICS-ის სამიტის წინ, ინდურ მედიასთან გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა. როგორც ცნობილია, გაერთიანების წევრი ქვეყნები სავაჭრო ბრუნვაში დოლარის წილის შემცირებასა და ალტერნატიული საბანკო არხების განვითარებაზე აქტიურად მუშაობენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

“რუსეთში რძის პროდუქტების ექსპორტის დაწყება მეეჭვება” - ასოციაცია “როსელხოზნადზორის” გადაწყვეტილებაზე

BM.GE

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

მსგავს პროგრამებს დევნილი ოჯახების ინდივიდუალური საჭიროებების შეფასება უნდა უძღოდეს წინ - ურუშაძე

BM.GE

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

რამდენი ბიტკოინია Tesla-სა და SpaceX-ის ბალანსზე?

BM.GE

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

OpenAI-მ $30 მილიარდის მოზიდვა თითქმის დაასრულა - მისი კაპიტალიზაცია $1.25-ტრილიონიან ნიშნულზეა

BM.GE