მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთს LNG-ის ექსპორტიდან შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა
რუსეთს LNG-ის ექსპორტიდან შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა

რუსეთს LNG-ის ექსპორტიდან შემოსავლები საგრძნობლად შეუმცირდა

BM.GE20 მაისი, 2026, 02:46|bm.ge

აზიის ბაზრებზე იძულებითი გადასვლის გამო, რუსული თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) ლოგისტიკისა და ტრანსპორტირების ხარჯები გაორმაგდა, რამაც ქვეყნის საექსპორტო შემოსავლები საგრძნობლად შეამცირა. როგორც ირკვევა, შექმნილი ვითარება მოსკოვის მოგების მარჟას მკვეთრად ავიწროებს.

არსებული ინფორმაციით, მაღალი ფასებისა და სანქციებთან დაკავშირებული ბარიერების გამო, ისეთმა მსხვილმა მყიდველებმაც კი, როგორიც ინდოეთია, რუსული ტვირთების მიღებაზე უარი თქვეს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ევროპაში მიწოდების 20-დღიან ვადებთან შედარებით, აზიის მიმართულებით LNG-ის ტრანსპორტირებას მარშრუტის მიხედვით 50-დან 80 დღემდე სჭირდება.

პარალელურად, საზღვაო გადაზიდვის ხარჯები ევროპული მიმართულების შემთხვევაში თუ 1 მილიონ ბრიტანულ თერმულ ერთეულზე $1.00-$1.50-ს შეადგენდა, აზიის ბაზრისთვის ეს მაჩვენებელი $2.50-$5.00-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება მომავალ პერსპექტივას, ევროკავშირი 2027 წლის დასაწყისიდან რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტის სრულ აკრძალვას გეგმავს. მოსალოდნელი ემბარგო მოსკოვს აზიურ მხარესთან გრძელვადიანი მიწოდების ხელშეკრულებების გაფორმებას აიძულებს, თუმცა სხვა გლობალური ექსპორტიორების მხრიდან მზარდი კონკურენციისა და ფასდაკლებების პირობებში ამ კონტრაქტების მოპოვება მნიშვნელოვნად რთულდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 283 სტატია.

  • რუსეთმა სასმლის იმპორტი კიდევ 2 ქართულ კომპანიას შეუზღუდაფორმულა
  • რუსეთი ქართული ლაბორატორიების შესამოწმებლად საქართველოში ჯგუფს აგზავნისტვ პირველი
  • რუსეთთან ნორმალური საუბარი, დეოკუპაციის შემთხვევაში, სწორი და გამართლებულია. თუ სხვა, ახალი ხელისუფლებები ამას გააკეთებენ, ამაში მე ვერაფერს ტრაგიკულს ვერ ვხედავ - გრიგოლ გეგელიარუსთავი 2
  • საკონსტიტუციო პროცესი ეძღვნება რუსეთისთვის სამართლებრივი არგუმენტის შექმნას — ცქიტიშვილინეტგაზეთი
რუსეთის →

მსგავსი სტატიები

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მერიამ „მარჯანიშვილის“ მიმდებარედ გარემოვაჭრეების კონსტრუქციები დაშლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

BM.GE

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

ვის არ შეეხება ქონების გადასახადის დეკლარირება 2026 წელს - შემოსავლების სამსახური მოქალაქეებს სიახლეებს შეახსენებს

BM.GE

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

Irakli Emiridze • Alpha Architecture-ის მიერ ქართუ ჯგუფისთვის შექმნილი Food Court-ის პროექტი ამერიკაში ყველაზე გავლენიანი არქიტექტურული ფესტივალის World Architecture Festival-ის ფინალისტია

BM.GE

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

ფინანსური ხელმისაწვდომობა "ყველგან და ყველასთვის" - ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფი Industry Talks-ის გენერალური პარტნიორია

BM.GE