მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის ყოფილი წარმომადგენელი, ზურაბ აბაშიძე ბალკანეთის სამ ქვეყანაში ელჩად დაინიშნა

BM.GE6 ოქტომბერი, 2026, 16:50|bm.ge

ზურაბ აბაშიძე ბოსნია და ჰერცეგოვინაში, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასა და ალბანეთის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ არარეზიდენტ, საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. მას მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

სამინისტრო წერს, რომ ახლად დანიშნულ ელჩს მრავალწლიანი დიპლომატიური კარიერა აქვს. 75 წლის აბაშიძე წლების განმავლობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მუშაობდა როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე საზღვარგარეთ არსებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

აბაშიძე სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საქართველოს დიპლომატიურ მისიებს ევროკავშირსა და ნატოში, ასევე იყო საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბენილუქსის ქვეყნებში (ბელგია, ნიდერლანდები, ლუქსემბურგი) და იკავებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს.

2012–2024 წლებში ზურაბ აბაშიძე იკავებდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, ხოლო 2024–2025 წლებში გახლდათ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი.

დიპლომატიურ საქმიანობასთან ერთად, ზურაბ აბაშიძე ეწევა აკადემიურ მოღვაწეობასაც. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, აგრეთვე რამდენიმე წიგნისა და სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 252 სტატია.

  • ბენზინის ფასის ზრდის მიზეზი არა ჰორმუზის სრუტე, არამედ უკრაინის მიერ რუსეთში “ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებია“ აფეთქებაა - ტრამპიტვ პირველი
  • რუსეთმა ხარკოვი დაბომბა - არის მსხვერპლიფორმულა
  • Axios: თეთრი სახლი რუსეთში შავი ჭირის შესაძლო ეპიდაფეთქებას აკვირდებანეტგაზეთი
  • Financial Times: ესტონეთს, „აქტიური თავდაცვის“ პროგრამის ფარგლებში, ჯარები რუსეთის საზღვართან უფრო ახლოს გადაჰყავსიმედი
რუსეთის →ყოფილი →

მსგავსი სტატიები

მთავრობამ ინფრასტრუქტურულ ტენდერებზე ფასთა ინდექსაციის წესი შეცვალა - რა იცვლება კომპანიებისთვის?

მთავრობამ ინფრასტრუქტურულ ტენდერებზე ფასთა ინდექსაციის წესი შეცვალა - რა იცვლება კომპანიებისთვის?

BM.GE

NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა

NVIDIA-ს შეფასება რეკორდულად გაიზარდა

BM.GE

სოფლის მეურნეობის სექტორი დიზელზე აქციზის შემცირებას ითხოვს

სოფლის მეურნეობის სექტორი დიზელზე აქციზის შემცირებას ითხოვს

BM.GE

შავი ზღვის პორტების გაჩერებამ უკრაინას შესაძლოა $8-მილიარდიანი ზარალი მიაყენოს

შავი ზღვის პორტების გაჩერებამ უკრაინას შესაძლოა $8-მილიარდიანი ზარალი მიაყენოს

BM.GE