მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა - განახლებული კონტრაქტი
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა - განახლებული კონტრაქტი

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა - განახლებული კონტრაქტი

BM.GE2 ნოემბერი, 2026, 17:26|bm.ge

რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების ვადა ერთი თვით გახანგრძლივდა. თბილისის მერიასა და პროექტის კონტრაქტორ კომპანია „სმარტ სოლუშენსს“ შორის 30 ოქტომბერს გაფორმებული ხელშეკრულების ცვლილებით, სამუშაოების შესრულების ვადა 100-დან 130 კალენდარულ დღემდე გაიზარდა. მიზეზად მითითებულია "რიგი გაუთვალისწინებელი მოვლენები და ნალექები". გახანგრძლივება შეეხო რეაბილიტაციის სამივე მონაკვეთს. სამუშაოების წარმოება დაიწყო 23 ივლისს და მისი ხანგრძლივობა შეადგენდა 100 დღეს, რაც 1 ნოემბრამდე ვადას მოიცავდა, ხოლო განახლებული ხელშეკრულება მოიცავს 2026 წლის 30 ნოემბრამდე პერიოდს. თავის მხრივ, მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რეაბილიტაციის პროცესი ნოემბერში დასრულდება.

30 ოქტომბერს გაფორმებულ ხელშეკრულების ცვლილებაში ვადის გახანგრძლივების მიზეზად კომპანია რამდენიმე გარემოებას ასახელებს. მათ შორისაა სამუშაოების მიმდინარეობისას გამოვლენილი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების შეცვლისა და სამუშაოების მოცულობის გაზრდის აუცილებლობა წარმოშვა. დოკუმენტის მიხედვით, სამუშაო პროცესს ასევე აფერხებდა სხვადასხვა კომუნიკაციის კომპანიის მიერ საკუთარ ქსელებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

„სამუშაოების წარმოების პროცესში გამოვლინდა რიგი გაუთვალისწინებელი ფაქტორები, რამაც წარმოქმნა საპროექტო გადაწყვეტებში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობა და გაზარდა შესასრულებელ სამუშაოთა მოცულობები; საპროექტო ობიექტზე საკუთარი ქსელების რეაბილიტაციას ახორციელებდა არაერთი კომუნიკაციის კომპანია, რაც შპს „სმარტ სოლუშენსს“ უზღუდავდა ერთიანი სამუშაო ფრონტის არსებობას და წარმოადგენდა მნიშვნელოვან შემაფერხებელ გარემოებას“, - ნათქვამია ხელშეკრულების ცვლილებაში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია უამინდობა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 აგვისტოდან 26 ოქტომბრამდე პერიოდში 29 ნალექიანი დღე დაფიქსირდა. მხარეების შეფასებით, უამინდობა სამუშაოების შესრულებას ზღუდავდა არა მხოლოდ ნალექიან დღეებში, არამედ მომდევნო დღეებშიც.

შესაბამისად, ხელშეკრულების ახალი რედაქციით, „სმარტ სოლუშენსმა“ სამუშაოები წერილობითი დავალების მიღებიდან 130 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. კომპანიას ასევე დაევალა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადის 2027 წლის 29 იანვრამდე გაგრძელება.

აღსანიშნავია, რომ რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის მიმდინარეობისას „სმარტ სოლუშენსი“ სამუშაოების შესრულების პირობების დარღვევისთვის არაერთხელ დაჯარიმდა. მუნიციპალური ინსპექციის მიერ გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმის შეუსრულებლობას ეხებოდა.

„სმარტ სოლუშენსი“ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების სამივე ლოტზე მუშაობს, ხოლო კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტების ჯამური ღირებულება დაახლოებით 19.8 მილიონ ლარს შეადგენს. პარალელურად, გამზირზე წყალმომარაგების, კანალიზაციისა და გაზმომარაგების ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებიც მიმდინარეობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

გახდი Dreamland Oasis-ის საკურორტო ეკოსისტემის ნაწილი — შეიძინე ბინა Dreamland Park-ში თვეში $590-დან (ეკვივალენტი ლარში)

BM.GE

ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოების გამო ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის განცხადება დაწერა

ბიუჯეტის საკითხზე უთანხმოების გამო ბელგიის პრემიერ-მინისტრმა გადადგომის განცხადება დაწერა

BM.GE

ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს | პრემიერი

ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს | პრემიერი

BM.GE

აშშ-ირანის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ნავთობის ფასი 4.5%-ით შემცირდა

აშშ-ირანის დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურების ფონზე ნავთობის ფასი 4.5%-ით შემცირდა

BM.GE