მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსთავის 1500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტზე "ხმალაძე არქიტექტორები" 5,5 მლნ ლარად იმუშავებს
რუსთავის 1500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტზე "ხმალაძე არქიტექტორები" 5,5 მლნ ლარად იმუშავებს

რუსთავის 1500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტზე "ხმალაძე არქიტექტორები" 5,5 მლნ ლარად იმუშავებს

BM.GE25 ივნისი, 2026, 12:59|bm.ge

რუსთავის მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტს შპს ხმალაძე არქიტექტორები შეიმუშავებს. შესაბამისი კონკურსი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდს ჰქონდა გამოცხადებული. კონკურსში სამი კომპანია მონაწილეობდა. მათ შორის, გამარჯვებულის გარდა შპს "ტასჰაბი" და "ამხანაგობა ჯი ეი გრუპი".

"ხმალაძე არქიტექტორებთან" ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, რომლის მოცულობაც 5 590 368 ლარია. თუმცა შესყიდვის სავარაუდო ღირებულებად 4 737 600 ლარი იყო მითითებული.

მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.

პროექტის მიხედვით, 1500 მაყურებელზე გათვლილ კომპლექსში მოეწყობა დახურული მინი საფეხბურთო დარბაზი, 100 მაყურებელზე გათვლილი ღია, ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი, სამოყვარულო სპორტული ცოცვის კედელი, ჩოგბურთის ორი ღია და ერთი დახურული ტიპის კორტი, პადელისა და ქვიშის ფრენბურთის მოედნები.

გარდა ამისა, კომპლექსში განთავსდება კულტურულ-შემეცნებითი ცენტრი, რომელიც მოიცავს მედიათეკა-ბიბლიოთეკას, სხვადასხვა ღონისძიებებისათვის განკუთვნილ სივრცეებს და ადმინისტრაციულ ბლოკს.

შენობა-ნაგებობების გარდა, ტერიტორიაზე, პროექტის მიხედვით, მოეწყობა ავტოსადგომი, საფეხმავლო ბილიკები, განათების და უსაფრთხოების თანამედროვე სისტემები.

საპროექტო არეალი შეადგენს 182 351 კვ.მ-ს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებით, რუსთავში მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქალაქის სპორტული და საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას, ახალგაზრდების ჩართულობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაში" - ალან პერსელი ფოთის ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობაზე

"ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია აშშ-საქართველოს პარტნიორობის ისტორიაში" - ალან პერსელი ფოთის ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობაზე

BM.GE

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით

მოემზადეთ ზაფხულისთვის - ნახეთ, სად შეგიძლიათ ისარგებლოთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით

BM.GE

"ეს გაფართოება შეცვლის თამაშის წესებს" - DFC-ის დირექტორი ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობაზე

"ეს გაფართოება შეცვლის თამაშის წესებს" - DFC-ის დირექტორი ფოთის პორტის ახალი ნავმისადგომის მშენებლობაზე

BM.GE

ქარი, სეტყვა, შტორმი|გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ქარი, სეტყვა, შტორმი|გარემოს ეროვნული სააგენტო მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

BM.GE