მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული დიზელით დატვირთული ტანკერები აშშ-ის ნაცვლად ბრაზილიაში ჩავიდნენ
რუსული დიზელით დატვირთული ტანკერები აშშ-ის ნაცვლად ბრაზილიაში ჩავიდნენ

რუსული დიზელით დატვირთული ტანკერები აშშ-ის ნაცვლად ბრაზილიაში ჩავიდნენ

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 23:58|bm.ge

რუსული დიზელით დატვირთული ორი ტანკერი პარასკევს, 20 ნოემბერს, შეერთებული შტატების ნაცვლად ბრაზილიაში ჩავიდა, რაც მორიგი დარტყმაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საკამათო შეთანხმებაზე ვლადიმირ პუტინთან, რომელიც ამერიკელი მყიდველებისთვის რუსული საწვავის მიწოდების აღდგენას ითვალისწინებდა.

გამოცემა The Maritime Executive-ის ცნობით, სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი "Leruo" და რუსული დროშის ქვეშ მყოფი "Primorye" რუსეთის პორტებში დიზელის ჩატვირთვის შემდეგ, მიმდინარე კვირის დასაწყისში ბრაზილიის იტაკოატიარას რეიდზე დადგნენ. მესამე ტანკერი, ასევე სიერა-ლეონეს დროშის მქონე "Beast", სამხრეთ ამერიკის სანაპიროს გასწვრივ მოძრაობს და დანიშნულების ადგილად ასევე ბრაზილია აქვს მითითებული.

მათი მარშრუტის შეცვლა კიდევ უფრო ამყარებს მტკიცებულებებს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაანონსებული რუსული დიზელის პარტიებიდან აშშ-ში ჯერჯერობით არცერთი არ ჩასულა, მიუხედავად მოსკოვის განცხადებებისა, რომ რამდენიმე ტანკერი სწორედ შტატებისკენ მიემართებოდა.

ტანკერმა "Leruo"-მ ტვირთი რუსეთის პორტ პრიმორსკში აიღო. სავარაუდოდ, მას დაახლოებით 40 000 ტონა დიზელი გადააქვს. გემის თვალთვალის სისტემების მიხედვით, მან უკვე დატოვა რეიდი და მდინარე ამაზონის გასწვრივ ქალაქ მანაუსისკენ მიცურავს. "Primorye"-მ ბრაზილიის რეიდს ანალოგიური მოცულობის ტვირთით მიაღწია, "Beast"-ი კი სამხრეთ ამერიკის სანაპიროს მიჰყვება. სამივე ეს ხომალდი იმ გემების რიცხვში იყო, რომლებიც, სავარაუდოდ, დიზელს აშშ-ში ეზიდებოდნენ.

ტრამპმა პუტინთან მიღწეული შეთანხმების შესახებ 9 ოქტომბერს გამოაცხადა და პირობა დადო, რომ 300 000 ტონაზე მეტი რუსული დიზელი დაუყოვნებლივ გამოიყოფოდა, რასაც დამატებითი პარტიები მოჰყვებოდა. ადმინისტრაციამ ეს გარიგება წარმოადგინა როგორც სპარსეთის ყურიდან მომარაგების შეფერხებით გამოწვეული საწვავის დეფიციტის შემსუბუქებისა და რუსული დიზელის საერთაშორისო ბაზარზე დაბრუნების გზა.

მოსკოვმა მოგვიანებით განაცხადა, რომ წარმოებასა და ექსპორტს ზრდიდა მას შემდეგ, რაც დიზელისა და ბენზინის საერთაშორისო მიწოდება დროებით შეაჩერა უკრაინის მხრიდან რუსულ ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე იერიშების გამო. რუსმა ოფიციალურმა პირებმა ხაზი გაუსვეს აშშ-ში პირველი მიწოდების პერსპექტივას, ვაშინგტონში კი აღნიშნეს, რომ შესაძლოა 300 000 ტონამდე დიზელი მიეღოთ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მობილური იუსტიციის სახლისთვის 30 მიკროავტობუსის შესაძენად ₾4.2-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

მობილური იუსტიციის სახლისთვის 30 მიკროავტობუსის შესაძენად ₾4.2-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

BM.GE

დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

BM.GE

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი მაინც არ იარსებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი მაინც არ იარსებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

BM.GE

აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა

აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა

BM.GE