მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს
დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

დანია ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების გამკაცრებისკენ მოუწოდებს

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 23:35|bm.ge

დანიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რუსეთის წინააღმდეგ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი მკვლელობა აღკვეთა.

დანიის პოლიციამ და უსაფრთხოების სამსახურებმა პარასკევს განაცხადეს, რომ მათ სექტემბერში, კონცერტის წინ, რუსეთის სადაზვერვო სამსახურების მიერ ამერიკელ-უკრაინელი რეპერის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა მომხდარს მიუღებელი დანაშაული უწოდა, კოპენჰაგენმა კი რუსეთის თავდაცვის ატაშეს გაძევების შესახებ გამოაცხადა.

სააგენტო Reuters-ის მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც პარასკევს საღამოს ევროპელ მაღალჩინოსან დიპლომატებს დაეგზავნათ, დანია ბლოკს შენგენის 29-ქვეყნიან თავისუფალი გადაადგილების ზონაში რუსეთის მოქალაქეებისთვის დამატებითი შეზღუდვების დაწესებას სთავაზობს. ინიციატივა მოიცავს რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემის შეჩერებას და მთელ ზონაში რუსული არაბიომეტრიული პასპორტების აღიარების შეწყვეტას.

დანია საკუთარ წინადადებებს ორშაბათს, ბრიუსელში, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე ოფიციალურად წარადგენს.

დოკუმენტი წევრ ქვეყნებს ასევე მოუწოდებს, უფრო ფართოდ გამოიყენონ შეზღუდული ვიზები, რომლებიც შენგენის ზონის სხვა ქვეყნებში გადაადგილების უფლებას არ იძლევა, და დააწესონ მკაცრი შეზღუდვები რუსეთის მოქმედი და ყოფილი სამხედრო პირების შესვლაზე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 269 სტატია.

  • საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთის პატრიარქ კირილეს იუბილეზე მოსკოვში ჩავიდაფორმულა
  • EU News: რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში კაია კალასი პროცესს მიღმა რჩება და მას მხოლოდ დამკვირვებლის როლი ერგებარუსთავი 2
  • ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - შავ სიაში 12 პირი და 101 ორგანიზაცია მოხვდატვ პირველი
  • ვიღებ მილოცვებს – ხოშტარია რუსეთში „დროას“ არასასურველ ორგანიზაციად გამოცხადებაზენეტგაზეთი
რუსეთის →ევროკავშირის →

მსგავსი სტატიები

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი მაინც არ იარსებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი მაინც არ იარსებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

BM.GE

აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა

აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა

BM.GE

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

BM.GE