მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა
აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა

აშშ-მა ირანული ნავთობიდან უკანონო შემოსავლების მიღებაში დამხმარე პირები დაასანქცირა

BM.GE21 ნოემბერი, 2026, 22:59|bm.ge

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწერა ირანის ოთხ მოქალაქეს, რომლებიც ე.წ. "ნავთობის მინდობილი პირების" როლს ასრულებდნენ. უწყების ცნობით, ისინი თეირანისთვის საერთაშორისო უკანონო ნავთობვაჭრობიდან თანხებს კრეფდნენ, რათა ირანს სანქციებისა და აშშ-ის საზღვაო ბლოკადისთვის გვერდი აევლო.

ხაზინის განცხადებით, ხშირ შემთხვევაში ეს პირები ნავთობის შემოსავლებს პირადი გამდიდრებისთვისაც იყენებდნენ. დასანქცირებულთა შორის არიან მოჰამად ჯავად ბავანდი, "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, და მაჯიდ თაჯი - ირანის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, მეჰდი თაჯის ძმა.

ახალი სანქციების ფარგლებში ეს პირები ხაზინის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) შავ სიაში მოხვდნენ, რაც აშშ-ის იურისდიქციაში მათი აქტივების გაყინვასა და მათთან ან მათ მიერ კონტროლირებად სუბიექტებთან დოლარში ტრანზაქციების აკრძალვას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, სანქციები ასევე დაუწესდა მოჰამად ჰოსეინ სერვათის - IRGC-ის ბრიგადის გენერალ მოჰსენ სერვათის შვილს. მას წამყვანი პოზიციები ეკავა იმ კომპანიებში, რომლებიც ჩინეთის დამოუკიდებელი მცირე გადამმუშავებელი ქარხნებისთვის ირანული ნავთობის მიწოდებას უზრუნველყოფდნენ.

კიდევ ერთი დასანქცირებული პირია მოჯთაბა არაბნეჯადი, უკვე სანქცირებული ავიაკომპანია Mahan Air-ის აღმასრულებელი დირექტორის, ჰამიდ არაბნეჯადის შვილი. ხაზინის ინფორმაციით, მოჯთაბა არაბნეჯადი Mahan Air-ისთვის თვითმფრინავის სათადარიგო ნაწილებს ყიდულობდა და ხელმძღვანელობდა ნავთობის გაყიდვებს, რაც ნაწილობრივ სწორედ ამ ავიაკომპანიის ფინანსურ მხარდაჭერას ხმარდებოდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი მაინც არ იარსებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

პუტინმა უნდა გაიგოს, რომ ყირიმის ხიდი მაინც არ იარსებებს - ვოლოდიმირ ზელენსკი

BM.GE

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა

ნავთობის ფასი ბოლო სამი თვის მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

ერაყში, ბასრის ელექტროსადგურზე გაზსადენის აფეთქებას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა

BM.GE

"უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია" - როგორია კავშირები?

"უზბეკეთი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია" - როგორია კავშირები?

BM.GE