მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "რუსული გაზის დემონიზება გამოსავალი არ არის" - მურმან მარგველაშვილი
"რუსული გაზის დემონიზება გამოსავალი არ არის" - მურმან მარგველაშვილი

"რუსული გაზის დემონიზება გამოსავალი არ არის" - მურმან მარგველაშვილი

BM.GE2 ივნისი, 2026, 00:20|bm.ge

"რუსული გაზის დემონიზება გამოსავალი არ არის, საჭიროა პრაგმატული მიდგომა, სადაც რისკები და ფასები გამჭვირვალედ იქნება შეფასებული", - ამის შესახებ BMG-სთან ენერგეტიკოსი მურმან მარგველაშვილი საუბრობს.

„ნამდვილად ხდება რუსული გაზის ზედმეტი დემონიზება. გაზს არ აქვს არც ფერი, არც სუნი, ერთმა მოღვაწემ თქვა ადრე. გაზს ბომბებს ვერავინ გამოაყოლებს, ამიტომ საჭიროა რისკების ანალიზი - უნდა შეფასდეს იქიდან მოწოდების რისკები, ასევე, აზერბაიჯანიდან მოწოდების და ისე დაბალანსდეს, რომ ეს რისკი, რომელიც ყოველთვის არსებობს, იყოს მინიმალური“ - ამბობს მარგველაშვილი BMG-სთან.

მისივე განმარტებით, რუსული გაზის იმპორტის ზრდას რამდენიმე ობიექტური ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის, აზერბაიჯანის მზარდი ვალდებულებები ევროპული ბაზრის წინაშე.

„იმის გამო, რომ რუსეთზე დამოკიდებულება არ არის ძირითადი, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ არც შეწყვეტის რისკებია ძალიან მაღალი. თუმცა, გასათვალისწინებელია სომხეთის ფაქტორიც - როგორც მოგეხსენებათ, რუსეთი სომხეთს ემუქრება მინიმუმ, გაზის გაძვირებით. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება ეს ურთიერთობები, შეიძლება შეწყვეტამდეც მივიდეს საქმე. მაგრამ ამის წინასწარ გათვლა რა თქმა უნდა, ძნელი იქნება და წინა წლის მონაცემები ვერ აჩვენებს იმას, თუ რამდენად გონივრულად მივუდექით ამ მიმართულებას.

რამდენიმე ფაქტორია რომელიც მოქმედებს იმაზე, რომ რუსეთის მოწოდება იზრდება: აზერბაიჯანში გაზის რაოდენობა არ არის ისეთი, რაც ჩვენს გაზრდილ მოხმარებას და ასევე, მათ ევროპულ კონტრაქტებს ეყოფა. მოგეხსენებათ, აზერბაიჯანს ევროპის ბევრ ქვეყანასთან აქვს დადებული შეთანხმებები გაზის მიწოდებაზე და შესაძლოა, მას ერჩივნოს კომერციული გაზის იქით გაყიდვა, ვიდრე ჩვენთან - როგორც პოლიტიკური ისე კომერციული მოსაზრებით“ - აცხადებს მურმან მარგველაშვილი.

2025 წელს საქართველომ 3,172 მლრდ მ³ გაზი მოიხმარა. ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში აზერბაიჯანიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილმა 71.7% შეადგინა, რუსეთის ფედერაციიდან მიღებულმა კი, თითქმის 28%. სემეკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს გაზის იმპორტში კვლავ ზრდას განაგრძობს რუსული გაზის წილი. 2025 წელს საქართველომ რუსეთიდან 886 მლნ მ³ გაზი იყიდა, რაც 12%-ით აღემატება 2024 წლის მაჩვენებელს. აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობები კი მცირდება. 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანიდან 2.27 მლრდ მ³ გაზი მიიღო. რაც 2024 წელთან შედარებით, 1.6%-ით არის შემცირებული.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსული

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 58 სტატია.

  • The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებსიმედი
  • პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე ჩამოვარდნილი რაკეტა, სავარაუდოდც რუსული Kh-101-იაფორმულა
  • რუსული მედია: რუსეთმა საქართველოს მოქალაქეზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდატვ პირველი
  • ევროკავშირმა “თელასის” საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირანეტგაზეთი
რუსული →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE