მთავარი
ნეტგაზეთიწყარო
  1. მთავარი
  2. ნეტგაზეთი
  3. ევროკავშირმა "თელასის" საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირა - Netgazeti
ევროკავშირმა "თელასის" საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირა - Netgazeti

ევროკავშირმა "თელასის" საბოლოო მფლობელი რუსული კომპანია დაასანქცირა - Netgazeti

ნეტგაზეთი25 ივლისი, 2026, 23:36|netgazeti.ge

“ინტერ-რაოსთვის” სანქციების დაწესების მიზეზების დასახელებისას, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ის რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ენერგოკომპანიაა, რომელსაც დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს და რუსეთის ეკონომიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

“ინტერ-რაო” რუსული ენერგოჰოლდინგია, რომელიც აერთიანებს ელექტროენერგიისა და თბოენერგიის გამომუშავებით, ენერგოვაჭრობით, ელექტროენერგიის საცალო გაყიდვებით, ენერგეტიკული მანქანათმშენებლობით, საინჟინრო სერვისებითა და დარგობრივი IT ტექნოლოგიებით დაკავებულ კომპანიებს. იგი ოპერირებს რამდენიმე ქვეყანაში და წარმოდგენილია რუსეთის 30-ზე მეტ რეგიონში. მისი დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 31 გიგავატს (გვტ) შეადგენს.

აღსანიშნავია, რომ “ინტერ რაო” შვილობილი კომპანიების მეშვეობით არაერთ მნიშვნელოვან აქტივს ფლობს საქართველოში.

სს „თელასი“ — თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია. „ინტერ რაო“ შვილობილი კომპანიის, Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით „თელასის“ აქციების 75.1%-ს ფლობს. აპირებს დარჩენილი წილის შეძენასაც. „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი 2“ — ჰიდროელექტროსადგურები მდინარე ხრამზე. ამ აქტივებს „ინტერ რაო“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის, Gardabani Holdings B.V.-ის საშუალებით აკონტროლებს.

ინტერ რაოს შვილობილი კომპანიები დასანქცირბეულები არ არიან.

რუსულ ენერგეტიკულ კომპანია „ინტერ-რაოსთან“ საქართველოს დავა აქვს წაგებული საერთაშორისო არბიტრაჟში და ა 76 მლნ დოლარს უხდის.

დავის საგანი მდგომარეობდა იმაში, რომ კომპანიას ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა სურდა და ითხოვდა 2014 წელს ტარიფების განსაზღვრისას „ლარის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას“.

2022 წელს საერთაშორისო არბიტრაჟმა საქართველოს მთავრობას „ინტერ-რაოსთან“ 76 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

გაზიარება:

ნეტგაზეთი

წყარო: netgazeti.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 139 სტატია.

  • გიორგი გაბუნია მარტა კოსის განცხადებაზე: თავად ცდილობენ აშშ-სთან და პირადად პრეზიდენტ ტრამპთან ურთიერთობების დამყარებას, გაუმჯობესებას და მეორეს მხრივ იმ ქვეყნებს, რომლებსაც სურთ ევროკავშირის წევრობა, პირდაპირ მიუთითებენ რა უნდა იყოს მათი პრიორიტეტიიმედი
  • მარტა კოსის თქმით ევროკავშირის კანდიდატებმა ტრამპის MAGA მოძრაობასთან კავშირი უნდა გაწყვიტონფორმულა
  • EU საქართველოს ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის ვალდებულებას შეახსენებს - ევროკავშირის ელჩი გაეროშიBM.GE
  • "ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია" - პაულა პინიო სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესახებრუსთავი 2
ევროკავშირის →რუსული →

მსგავსი სტატიები

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

„აზერბაიჯანი-სომხეთის დელიმიტაცია საქართველოს საზღვართან დაიწყება“- ბაირამოვი

ნეტგაზეთი

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ერევანი ასაჩივრებს მოსკოვის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს სომხურ პროდუქციაზე

ნეტგაზეთი

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ჯუანშერ ბურჭულაძე პროკურატურასთან მოლაპარაკებას აწარმოებს 10-წლიან საქმეზეც

ნეტგაზეთი

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

„TI-საქართველო“ საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს

ნეტგაზეთი