მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი
რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 23:30|bm.ge

2026 წლის დასაწყისიდან რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინული ბიზნესის ზარალმა $7.7 მილიარდი შეადგინა.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, სერჰი კორეცკიმ განაცხადა, ინფრასტრუქტურული ზარალი კომერციულ ფართებს, საწარმოო ობიექტებსა და საწყობებში განთავსებული საქონელს აერთიანებს.

მისი თქმით, მიმდინარე წელს მილიონ კვადრატულ მეტრზე მეტი სასაწყობე და ლოგისტიკური დანიშნულების უძრავი ქონება დაზიანდა. პრემიერის განცხადებით, ზარალის ოდენობა ძალიან დიდია და მაჩვენებელი მუდმივად იზრდება.

გამოცემა Kyiv Indipendent-ის ინფორმაციით, მუდმივი თავდასხმების ფონზე უკრაინული ბიზნესის საოპერაციო პროცესები საგრძნობლად ფერხდება. კიევში დაფუძნებული ეკონომიკური კვლევების ინსტიტუტის მიერ გამოკითხული 467 კომპანიის გამოკითხვით დადგინდა, რომ საწარმოო სიმძლავრეების სრულად გამოყენების მაჩვენებელი ზედიზედ მეორე თვეა ეცემა და ის 55%-დან 47%-მდე შემცირდა.

ორგანიზაციების 58.7%-მა აღნიშნა, რომ საჰაერო განგაშის გამო სამუშაო დრო დაკარგა, ხოლო 49.5%-მა წარმოება დროებით შეაჩერა. ამასთან, სტატისტიკით გაირკვა, რომ საწარმოო მოცულობების შემცირების მაჩვენებელი 15.6%-დან 22.6%-მდე გაიზარდა. როგორც ირკვევა, გაზრდილი რისკების გამო, კომპანიების 47.5% საკუთარი საქმიანობის ორწლიან პროგნოზს ვეღარ აკეთებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

BM.GE

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

BM.GE

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

BM.GE