მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო
„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ - საქართველოს ბანკმა ბიზნესის კამპანია დაიწყო

BM.GE19 ოქტომბერი, 2026, 23:35|bm.ge

საქართველოს ბანკი ბიზნესის კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილია: „ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“.

ბიზნესის მართვისას საჭიროებები მუდმივად იცვლება. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია პირველი ნაბიჯების გადადგმა, ზრდასთან ერთად - დამატებითი რესურსების მოძიება, ყოველდღიურ საქმიანობაში კი - დროის დაზოგვა და პროცესების გამარტივება. ახალი შესაძლებლობების გაჩენისას ბიზნესს სწრაფი მოქმედება სჭირდება, განვითარების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად კი - ცოდნა, შესაბამისი ინსტრუმენტები და მხარდაჭერა.

სწორედ ამ საჭიროებებს ეხმიანება კამპანია, რომლის დახმარებით ბიზნესებს შესაძლებლობა აქვთ, მათზე მორგებული შესაძლებლობები აღმოაჩინონ.

საქართველოს ბანკის ბიზნეს ეკოსისტემა აერთიანებს ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას, ციფრულ ინსტრუმენტებს, ბიზნესის მართვის ტექნოლოგიურ გადაწყვეტებსა და მხარდამჭერ პროგრამებს.

„ყველაფერი, რაც საქმეს სჭირდება“ საქართველოს ბანკის ბიზნესის მიმართულების ერთიან მიდგომას გამოხატავს. კამპანიის მიზანია, მეწარმეებს შეახსენოს, რომ თითოეული გამოწვევისა თუ ახალი მიზნისთვის ბანკში შესაბამისი ინსტრუმენტი, რესურსი ან მხარდაჭერის შესაძლებლობა არსებობს. მაგალითად, როდესაც ბიზნესს გაყიდვების ზრდა სჭირდება, მას საქართველოს ბანკის Ads მენეჯერი შეუძლია გამოიყენოს; განვითარების ახალი ეტაპისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად ხელმისაწვდომია სრულად ციფრული, აგრო ან ბიზნეს დაფინანსება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციების გამარტივებისთვის ბიზნესს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი, ხოლო გადახდების მართვისთვის - ბიზნეს მენეჯერის შესაბამისი ინსტრუმენტები შეუძლია გამოიყენოს; ბიზნეს 360° კი მეწარმეებს ცოდნისა და უნარების გაღრმავების შესაძლებლობებს სთავაზობს. ეს კი მცირე ნაწილია იმ ერთიანი ეკოსისტემისა, რასაც ჩვენ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ვქმნით”, - აცხადებს თორნიკე კუპრაშვილი, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელი.

საქართველოს ბანკის ბიზნესზე ორიენტირებული პროდუქტებისა და ინიციატივების შესახებ გაიგეთ მეტი: https://bankofgeorgia.ge/ka/business

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

“დაავადებების პრევენციაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმებს ლომის წვლილი აქვთ” - როგორ მიმდინარეობს რეფორმა?

BM.GE

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

20 ოქტომბრის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

არ მინდა, მოსამართლის უფლებამოსილებასთან ერთად, ჩემი იურისტობაც დასრულდეს - მანანა კობახიძე

BM.GE

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

რუსული თავდასხმების გამო უკრაინულმა ბიზნესმა $7.7 მილიარდი იზარალა - სერჰი კორეცკი

BM.GE