მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. Ryanair-ი ბერლინის ავიაბაზას ხურავს და გერმანიაში ფრენებს ანახევრებს
Ryanair-ი ბერლინის ავიაბაზას ხურავს და გერმანიაში ფრენებს ანახევრებს

Ryanair-ი ბერლინის ავიაბაზას ხურავს და გერმანიაში ფრენებს ანახევრებს

BM.GE27 აპრილი, 2026, 21:28|bm.ge

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ბერლინის საოპერაციო ბაზას ხურავს და ზამთრის განრიგით გათვალისწინებულ ფრენებს გერმანიის დედაქალაქში 50%-ით ამცირებს.

კომპანიის გადაწყვეტილებით, 7 საჰაერო ხომალდი სხვა ევროპულ ცენტრებში გადაინაცვლებს, რაც ბერლინში მგზავრთნაკადს წლიურად 4.5 მილიონიდან 2.2 მილიონამდე შეამცირებს. ავიაკომპანია ამ ნაბიჯის მთავარ მიზეზად გერმანიაში საავიაციო გადასახადებისა და აეროპორტის მოსაკრებლების მკვეთრ ზრდას ასახელებს.

Ryanair DAC-ის აღმასრულებელი დირექტორის, ედი უილსონის განცხადებით, გერმანიის საავიაციო სექტორი კრიზისშია და ქვეყნის მთავრობას გადასახადების შემცირების სტრატეგია არ გააჩნია. 2019 წლიდან კომპანიამ უკვე დახურა ბაზები ფრანკფურტში, დიუსელდორფსა და შტუტგარტში, ასევე სრულად შეწყვიტა ფრენები დრეზდენის, ლაიფციგისა და დორტმუნდის მიმართულებით. აღნიშნულმა ქმედებებმა გერმანიის ბაზრიდან ჯამში 13 თვითმფრინავის გაყვანა გამოიწვია, რაც ქვეყნის სატრანსპორტო კავშირებსა და სამუშაო ადგილებზე უარყოფით გავლენას იქონიებს.

ავიაციის სფეროში არსებული არასტაბილურობა სპარსეთის ყურეში დაწყებულ კონფლიქტსაც უკავშირდება, რის გამოც თებერვლის შემდეგ საავიაციო საწვავის ფასი გაორმაგდა. Ryanair-ის ხელმძღვანელი, მაიკლ ო'ლირი აცხადებს, რომ თუ საზღვაო გადაზიდვები სწრაფად არ დასტაბილურდება, კომპანიას ზაფხულის ბოლოს რეისების 10%-ის გაუქმება მოუწევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოსთვის სამორინეების საერთაშორისო ტურნირების კანონპროექტი მოულოდნელი აღმოჩნდა - ანდრია ჯაღმაიძე

BM.GE