მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სააგენტომ განათლების სამინისტროს სკოლის ფორმების უტენდეროდ, გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მისცა
სააგენტომ განათლების სამინისტროს სკოლის ფორმების უტენდეროდ, გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მისცა

სააგენტომ განათლების სამინისტროს სკოლის ფორმების უტენდეროდ, გამარტივებული წესით შესყიდვის უფლება მისცა

BM.GE10 ივნისი, 2026, 21:29|bm.ge

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ წარდგენილ 45 658 840 ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვის მოთხოვნას თანხმობა მისცა. გადაწყვეტილება ეხება 2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას. ჯერჯერობით უცნობია თუ რომელი კომპანიისგან შეიძენს განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული კომპანია სკოლის ფორმებს.

დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვა ითვალისწინებს ჯამში 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვასა და მიწოდებას, რომელიც სამ ეტაპად უნდა განხორციელდეს. პირველი ეტაპი მოიცავს 301 000 ერთეულს 2026 წლის 25 აგვისტომდე, მეორე — 600 000 ერთეულს 15 ოქტომბრამდე, ხოლო მესამე — 900 000 ერთეულს 30 ნოემბრამდე.

წარდგენილი მასალების თანახმად, წინა გამარტივებული შესყიდვის პროცესი შეწყდა მას შემდეგ, რაც შერჩეულმა კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც შესაბამისი მიმართვა გაუქმდა და პროცესი განახლდა.

მანამდე დაგეგმილი შესყიდვის ღირებულება 44.9 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა განახლებული ბაზრის კვლევის საფუძველზე თანხა 45.6 მილიონ ლარამდე განისაზღვრა.

შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტებით, პროექტი უკავშირდება 2026 წლის თებერვალში „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება 2026–2027 სასწავლო წლიდან.

უწყების შეფასებით, პროგრამა მიზნად ისახავს ერთიანი სასკოლო გარემოს, თანასწორობისა და დისციპლინის ხელშეწყობას, ასევე მოსწავლეებს შორის სოციალური განსხვავებების შემცირებას.

დოკუმენტაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ელექტრონული ტენდერის ჩატარება შესაძლოა ვერ უზრუნველყოფდეს პროცესის დროულ დასრულებას, რადგან პროცედურას დაახლოებით 50–60 კალენდარული დღე სჭირდება. ამ პირობებში კი არსებობს რისკი, რომ სასკოლო ფორმების მიწოდება დადგენილ ვადებში ვერ განხორციელდეს.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ წარმოდგენილი არგუმენტები განიხილა და დაადგინა, რომ არსებობს შეზღუდულ ვადებში ღონისძიების შეუფერხებლად ჩატარების საფუძველი, რის გამოც გამარტივებული შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობა გასცა.

ამ ეტაპზე დოკუმენტაციაში არ არის მითითებული, რომელ კომპანიასთან გაფორმდება საბოლოო ხელშეკრულება. სააგენტო ასევე მიუთითებს, რომ შესყიდვის განხორციელებისას დაცული უნდა იყოს კანონმდებლობის მოთხოვნები და უზრუნველყოფილი იყოს პროცესის გამჭვირვალობა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამინისტროს

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 84 სტატია.

  • საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო სექტემბერში გაუქმდებაფორმულა
  • სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიაიმედი
  • შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი ყაზბეგსა და გუდაურში მდებარე სამინისტროს დანაყოფებს ეწვიარუსთავი 2
  • ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს – სამინისტრონეტგაზეთი
სამინისტროს →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE