მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საამიროები ჰორმუზის სრუტის ავლით ახალი ნავთობსადენის მშენებლობის თითქმის 50% დაასრულა
საამიროები ჰორმუზის სრუტის ავლით ახალი ნავთობსადენის მშენებლობის თითქმის 50% დაასრულა

საამიროები ჰორმუზის სრუტის ავლით ახალი ნავთობსადენის მშენებლობის თითქმის 50% დაასრულა

BM.GE21 მაისი, 2026, 19:25|bm.ge

არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ჰორმუზის სრუტის ავლით ახალი ნავთობსადენის მშენებლობის თითქმის 50% დაასრულა.

როგორც ირკვევა, ახალი მილსადენი კომპანია ADNOC-ის საექსპორტო შესაძლებლობებს ომანის ყურეში, ჰორმუზის სრუტის მიღმა მდებარე ფუჯაირას პორტის გავლით გააორმაგებს.

არსებული ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა პროექტის მშენებლობა ირანში მიმდინარე ომის გამო დააჩქარა, ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვება 2027 წელს იგეგმება.

ADNOC-ის გენერალურმა დირექტორმა, სულთან აჰმედ ალ ჯაბერმა Atlantic Council-ში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ამჟამად მსოფლიო ენერგიის ძალიან დიდი ნაწილი კვლავ რამდენიმე კრიტიკულ წერტილზე გადის - ეს კი გლობალურ წესრიგს მუდმივი რისკების წინაშე აყენებს.

შეგახსენებთ, ირანს ჰორმუზის სრუტე მარტის დასაწყისიდან ბლოკირებული აქვს. მისი ეს ნაბიჯი საამიროებისა და სპარსეთის ყურის სხვა არაბი მწარმოებლების ნავთობისა და გაზის ექსპორტს აფერხებს. როგორც ცნობილია, საამიროებმა ნავთობის ექსპორტის ნაწილის გადამისამართება ფუჯაირას მიმართულებით არსებული მილსადენით შეძლო და მისი მაქსიმალური გამტარუნარიანობა დღეში 1.8 მილიონ ბარელს შეადგენს, თუმცა ეს შედეგი მაინც მკვეთრად ჩამორჩება იმ მაჩვენებელს, რასაც არაბთა გაერთიანებული საამიროები ომამდე, ჰორმუზის სრუტის გავლით აფიქსირებდა.

აღსანიშნავია, რომ ჰორმუზის სრუტის ბლოკადამ ისტორიაში ენერგომომარაგების ყველაზე კრიტიკული შეფერხება გამოიწვია. ალ ჯაბერის განცხადებით, ამ სტრატეგიული მონაკვეთის ჩაკეტვის გამო, ბაზარმა უკვე 1 მილიარდ ბარელზე მეტი ნავთობი დაკარგა, ყოველი მომდევნო კვირა კი, როცა სრუტე კვლავ დახურული რჩება, მიწოდებას კიდევ თითქმის 100 მილიონი ბარელით აზარალებს. მისივე განმარტებით, კონფლიქტის დაუყოვნებლივ დასრულების შემთხვევაშიც კი, ნავთობის ნაკადების ჩვეული მოცულობის 80%-მდე აღდგენას სულ მცირე ოთხი თვე დასჭირდება, მიწოდების სრული ნორმალიზება კი 2027 წლის პირველ ან მეორე კვარტალშია მოსალოდნელი. ADNOC-ის ხელმძღვანელის თქმით, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური პრობლემა, არამედ საშიში პრეცედენტია, რადგან დაუშვებელია ერთ ქვეყანას მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი მონაკვეთის “მძევლად აყვანის” შესაძლებლობა ჰქონდეს.

ცნობისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე მას შემდეგ ჩაკეტა, რაც აშშ-მა და ისრაელმა მის ტერიტორიაზე მასშტაბური საჰაერო დარტყმები განახორციელეს. აღნიშნულ თავდასხმებს ირანის უმაღლესი ლიდერები, მათ შორის სახელმწიფოს მეთაური აიათოლა ალი ხამენეი ემსხვერპლნენ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

22 მაისის ღონისძიებების ანონსი

22 მაისის ღონისძიებების ანონსი

BM.GE

აქცია-საიუბილეო 20%-იანი ფასდაკლება ყველა ავტომობილზე

აქცია-საიუბილეო 20%-იანი ფასდაკლება ყველა ავტომობილზე

BM.GE

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾11 მლნ-ია

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობისთვის 5 მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾11 მლნ-ია

BM.GE

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის - Galt & Taggart

2025 წელს თბილისის საოფისე ბაზრის ჯამურმა მოცულობამ 1.9 მლნ კვ.მ შეადგინა, სადაც 55% კორპუსებში განთავსებულ ოფისებზე მოდის - Galt & Taggart

BM.GE