მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სააქციო საზოგადოება „ნეო ქართული ბანკის“ განცხადება
სააქციო საზოგადოება „ნეო ქართული ბანკის“ განცხადება

სააქციო საზოგადოება „ნეო ქართული ბანკის“ განცხადება

BM.GE9 ოქტომბერი, 2026, 19:13|bm.ge

სააქციო საზოგადოება „ნეო ქართული ბანკის“ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც BM.GE უცვლელად გთავაზობთ:

სააქციო საზოგადოება „ნეო ქართული ბანკის“ სახელით გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ კომპანიამ წარმატებით დაასრულა საქართველოს ეროვნულ ბანკში მიმდინარე ლიცენზირების პროცესი და საქართველოს ეროვნული ბანკის 2026 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სააქციო საზოგადოებას მიენიჭა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.

საქართველოს საბანკო ბაზარზე სს „ნეო ქართული ბანკი“ მომხმარებლის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული კომერციული საბანკო მომსახურების, Private Banking-ის მოდელით შემოდის. ბანკის საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება პერსონალიზებული ფინანსური გადაწყვეტილებების შეთავაზება, რაც კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის ჩამოყალიბებასა და მათ ინტერესებზე მაქსიმალურ ფოკუსირებას დაეფუძნება.

სს „ნეო ქართული ბანკის“ სადამფუძნებლო კაპიტალი შეადგენს 61.3 მილიონ ლარს და იგი სრულად ფულადი სახით არის შევსებული. ბანკის მიერ გამოშვებულია 100 000 ჩვეულებრივი აქცია, თითოეული — 613 ლარის ნომინალური ღირებულებით.

სს „ნეო ქართული ბანკის“ დამფუძნებელი და ერთადერთი აქციონერია საქართველოს რეზიდენტი საწარმო — სს „პირველი ქართული ციფრული ჯგუფი“, რომლის წილის 100%-ის მფლობელია ლატვიის მოქალაქე, ფინანსისტი და ბიზნესმენი იურის ლეონენკო. იგი წლების განმავლობაში კვიპროსისა და ბალტიისპირეთის საბანკო სისტემაში საქმიანობდა, 2018 წლიდან კი აქტიურად მონაწილეობს ქართულ ბიზნესში; იყო „ასკანგელი ალიანსის“ აქციონერი და „რუსთავოილის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. სს „პირველი ქართული ციფრული ჯგუფი“ მის მიერ 2025 წლის აპრილში დაფუძნდა.

სს „ნეო ქართული ბანკის“ ინვესტორია ქართული ბიზნესჰოლდინგი „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“. ლიცენზირების პროცესში ეროვნულმა ბანკმა სრულყოფილად შეისწავლა ჰოლდინგის საქმიანობა, მათ შორის — მსოფლიოს „დიდი ოთხეულის“ (Big Four) წევრი საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „დელოიტის“ (Deloitte) მიერ აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება.

სს „ნეო ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა ბანკის დამფუძნებელი და აქციონერი იურის ლეონენკო. მისი მოადგილეა გრიგორი (გია) მორჩილაძე — ფინანსისტი და ბანკირი, კერძო სექტორში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით, „ფორსაით ინვესტმენტ გრუპის“ დამფუძნებელი და საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. საბჭოს მესამე წევრია სამართალმცოდნე თამარ ტყეშელაშვილი, რომელსაც კერძო სექტორში პრაქტიკოს იურისტად, ასევე აკადემიურ და საჯარო სფეროებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს; 2021–2024 წლებში იგი იყო იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე, ხოლო 2025 წლიდან საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრია. გრიგორი (გია) მორჩილაძე და თამარ ტყეშელაშვილი არიან სს „ნეო ქართული ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები და მათი საქმიანობა ორ სხვადასხვა საბჭოში სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან.

ბანკის აღმასრულებელ სტრუქტურას უხელმძღვანელებს გენერალური დირექტორი კახაბერ კოდუა. ფინანსური დირექტორია თეონა გიორგობიანი, ხოლო რისკების მართვის დირექტორი — ლაშა მაზანაშვილი.

სს „ნეო ქართული ბანკის“ უმთავრესი პრიორიტეტი მომხმარებელთა ნდობა და მათი ინტერესების დაცვაა. ჩვენი გუნდი საქმიანობას პასუხისმგებლიანი მართვის, სრული გამჭვირვალობისა და პროფესიული ეთიკის უმაღლესი სტანდარტებით წარმართავს, რათა საკუთარი წვლილი შევიტანოთ ქართული საბანკო სექტორის განვითარებაში.

ბანკის საქმიანობის დაწყების, კონკრეტული პროდუქტებისა და მათი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: საზოგადოებას

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 89 სტატია.

  • ხოშტარია ციხეში არსებულ ვითარებაზე საუბრობს, საზოგადოებას კონკრეტული ნაბიჯებისკენ მოუწოდებსფორმულა
  • რაც დღეს პენიტენციურ სისტემაში ხდება, საზოგადოებას კითხვების დასმის სრულ უფლებას აძლევს - მეუფე გიორგი ჯამდელიანიტვ პირველი
  • გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდარუსთავი 2
  • გივი მიქანაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეთა მშობლებს, მასწავლებლებსა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდაიმედი
საზოგადოებას →

მსგავსი სტატიები

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

რეგიონები, წყალმომარაგება, მთის ფონდი... - დეპუტატები პროგრამების დაფინანსების ზრდის საჭიროებას ხედავენ

BM.GE

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

დუაიტ ჰოვარდი პირველად Black Fortress-ის ფორმაში: ისტორიული დებიუტი 10 ოქტომბერს

BM.GE

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

IG Development "სითიზენ ექსპოს" წინასწარ გაყიდვებს იწყებს - პროექტის ღირებულება $500 მილიონია

BM.GE

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

50 000 ლარამდე ავტოსესხი ბარიერების გარეშე – "ევროკრედიტის" სპეციალური შეთავაზება 31 ოქტომბრამდე

BM.GE