
საავიაციო საწვავი 120%-მდე არის გაძვირებული - IATA
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA)-ის ინფორმაციით, წინა კვირასთან შედარებით საავიაციო საწვავის გლობალური საშუალო ფასი 2%-ით გაიზარდა და ბარელზე 198 დოლარი შეადგინა. წლიურ ჭრილში პროდუქტი 118.5%-ით არის გაძვირებული.
IATA-ს ცნობით, რეგიონების მიხედვით წინა კვირასთან შედარებით ფასი ასეთია:
• აზია და ოკეანეთი: 179.5 დოლარი (ზრდა 2%); • ევროპა და დსთ: 207 დოლარი (კლება 0.3%); • ახლო აღმოსავლეთი: 169 დოლარი (ზრდა 3%); • ჩრდილოეთ ამერიკა: 203 დოლარი (ზრდა 4%); • ლათინური ამერიკა და კარიბის აუზი: 195 დოლარი (ზრდა 0.7%); • აფრიკა: 202.5 დოლარი (ზრდა 0.7%).
საავიაციო საწვავის [jet fuel] გაძვირებას ნავთობზე ფასის ზრდა იწვევს. საავიაციო ნავთობი პირდაპირ გადამუშავდება ნედლი ნავთობისგან შესაბამისად, გლობალურ ბაზარზე Brent-ის ტიპის ნავთობის ფასის მატება ავტომატურად ზრდის საავიაციო საწვავის ღირებულებასაც. ამ დროისთვის Brent 115 დოლარამდეა გაძვირებული.
BM.GE
წყარო: bm.ge