მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო
საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო

საავიაციო სკოლა "მიმინო" ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორებს მოამზადებს - ავიაციის სააგენტო

BM.GE9 ივლისი, 2026, 20:40|bm.ge

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ პირველად გასცა ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტების ინსტრუქტორთა სასწავლო დაწესებულების სერტიფიკატი.

სააგენტოს ცნობით, საავიაციო სკოლა „მიმინო“ გახდა პირველი სასწავლო დაწესებულება, რომელიც სერტიფიკატით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ზემსუბუქი თვითმფრინავის (მე-2 კლასი) ინსტრუქტორის კვალიფიკაციის მაძიებელ პილოტებს მოამზადებს. სერტიფიცირების პროცესში სააგენტომ შეისწავლა სასწავლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, შეამოწმა სამუშაო ადგილის ფაქტობრივი მდგომარეობა და დაადგინა მათი შესაბამისობა არსებულ მოთხოვნებთან.

პილოტის ინსტრუქტორის სასწავლო დაწესებულების სერტიფიცირების სავალდებულო მოთხოვნები 2026 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდა. სააგენტოს მიერ, განისაზღვრა ინსტრუქტორთა მომზადების შესაბამისი სტანდარტი, ინსტრუქტორის საფრენოსნო გამოცდილების მოთხოვნები, ასევე კრიტერიუმები ინსტრუქტორთა სწავლებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და პედაგოგიური რესურსის მიმართ.

განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ინსტრუქტორთა მომზადება და გადამზადება დასაშვებია მხოლოდ სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში. ინსტრუქტორები კი, თავის მხრივ დამოუკიდებლად ახდენენ ზემსუბუქი საჰაერო ხომალდით ფრენის სურვილის მქონე პილოტ-კურსანტების სწავლებასა და მომზადებას.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი 45%-ით გაიზარდა | TOP საიმპორტო ქვეყნები

BM.GE

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი გაიზარდა, შვიდ თვეში შემოვიდა 18.8 მლნ ცალი - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

ხვალ, განათლების სამინისტროში სასკოლო ფორმების ელექტრონული პლატფორმის პრეზენტაცია იგეგმება

BM.GE

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

24 აგვისტოს ღონისძიებების ანონსი

BM.GE