მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშიდან 370-ში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს
საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშიდან 370-ში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშიდან 370-ში დარღვევა არ გამოვლინდა - სეს

BM.GE29 სექტემბერი, 2026, 22:28|bm.ge

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 694 ნიმუშიდან 370-ში დარღვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად გრძელდება.

"ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი - ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება.

მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი", - ნათქვამია სეს-ის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც რუსეთის ათივე უმსხვილეს ნავთობმწარმოებელს სანქციები დაუწესა

BM.GE

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

ევროკომისია ისრაელთან ასოცირების შეთანხმების გადახედვას გეგმავს

BM.GE

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

Cisco-მ კვარტალური შედეგები გამოაქვეყნა - კომპანია მოელის რომ AI-ს შემოსავლები $9 მილიარდამდე გაიზრდება

BM.GE

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

როგორ შეიცვალა ქართული კომპანიების აქციების ფასი ლონდონის საფონდო ბირჟაზე

BM.GE