მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერებით ₾9.4 მლნ-ის მითვისებისთვის "ლაგი კაპიტალის" მფლობელებს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერებით ₾9.4 მლნ-ის მითვისებისთვის "ლაგი კაპიტალის" მფლობელებს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერებით ₾9.4 მლნ-ის მითვისებისთვის "ლაგი კაპიტალის" მფლობელებს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯათ

BM.GE3 ივლისი, 2026, 21:00|bm.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა საბავშვო ბაღების მშენებლობის ტენდერებში გამარჯვებული „ლაგი კაპიტალის“ მფლობელებს, რომლებიც ბიუჯეტიდან თაღლითურად 9,4 მლნ ლარს დაეუფლნენ.

როგორც პროკურატურა იტყობინება, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება/გამოყენების ფაქტზე კომპანია "ლაგი კაპიტალის” მფლობელები სასამართლომ დამნაშავედ ცნო.“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ჩოხატაურის, ოზურგეთის, მცხეთის, ნინოწმინდის, დედოფლისწყაროს, გორისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების პროექტირება, მშენებლობის თაობაზე გამოცხადებულ ტენდერებში გასამარჯვებლად, ბრალდებულებმა სხვა საჭირო დოკუმენტაციასთან ერთად კომპანია "ლაგი კაპიტალის” სამუშაო გამოცდილების შესახებ ყალბი აუდიტორული დასკვნა დაამზადეს და წარადგინეს. ტენდერებში გამარჯვების შემდეგ ბრალდებულებმა, ვითომდა ბაღების სამშენებლო სამუშაოების დასაწყებად მუნიციპალური განვითარების ფონდისგან საავანსო თანხების ჩარიცხვა მოითხოვეს და მიიღეს, ისე რომ ძირითად შემთხვევაში ჯერ კიდევ არ ჰქონდათ საბავშვო ბაღების მშენებლობის პროექტი დამტკიცებული.შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ფონდისგან თაღლითურად დაეუფლნენ - 9 365 000 ლარს, ხოლო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოები არ შეუსრულებიათ.თაღლითურად დაუფლებული თანხებისთვის კანონიერი სახის მისაცემად, ბრალდებულებმა 1 211 000 ლარი სრულად გადარიცხეს მათივე საკუთრებაში არსებული სხვა კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე, თითქოსდა გასაწევი მომსახურების ავანსის მიზნობრიობით, რაც შემდგომში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენეს, მათ შორის სესხების დასაფარად, რითაც საბოლოოდ მოახდინეს დანაშაულებრივად დაუფლებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ლეგალურ ფინანსურ სისტემაში გაშვება და ინტეგრირება.თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 194-ე და 362-ე მუხლებით და სასჯელის სახედ და ზომად 10-10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, - იტყობინება პროკურატურა.

ცნობისთვის, “ლაგი კაპიტალის” წარმომადგენლები გასული წლის სექტემბერში დააკავეს. ამავე საქმეზე გასულ წელს დააკავეს ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია, ასევე, მგფ-ის ყოფილ დირექტორს დავით ტაბიძესაც აქვს ბრალი წარდგენილი. გამოძიების თანახმად, საქმის ფარგლებში ჩხრეკა ჩატარდა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში.

სამეწარმეო ამონაწერის თანახმად, შპს ლაგი კაპიტალი 2015 წელს დარეგისტრირდა. უახლესი ინფორმაციით, მისი დირექტორია ბესიკ ბერძენიშვილი, 100%-იან წილს კი ივანე გახელაძე ფლობს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პატიმრობა

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 41 სტატია.

  • სამშობლოს ღალატის ბრალდებით დაკავებულ გიორგი ბარამიძეს 2-დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებაიმედი
  • გიორგი ბარამიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდაფორმულა
  • სააპელაციომ მაღაროელების პატიმრობის განაჩენი ძალაში დატოვანეტგაზეთი
  • რუსეთში ლიდა მონიავას ომის შესახებ პოსტის გამო 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებატვ პირველი
პატიმრობა →

მსგავსი სტატიები

"ვცდილობთ, სვანეთში უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ" - „დალა ივენთსი" 2027 წლისთვის მასშტაბის ზრდას გეგმავს

"ვცდილობთ, სვანეთში უცხოელი არტისტებიც ჩამოვიყვანოთ" - „დალა ივენთსი" 2027 წლისთვის მასშტაბის ზრდას გეგმავს

BM.GE

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

„ამერიკის დიდებისთვის!“ - ირანის ელჩი საქართველოს მიერ ირანული ავიაკომპანიებისთვის სანქციების დაწესებას ეხმაურება

BM.GE

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

„ბათუმთან“ ფართოვდება|რას სთავაზობს ობიექტი მომხმარებელს?

BM.GE

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ

BM.GE