
სად ინახავს ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს?
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც დეტალურად არის წარმოდგენილი თუ რომელ აქტივებში აქვს სებ-ს ყველაზე მეტი თანხა დაბანდებული. 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სებ-ის მთლიანი რეზერვები 6.16 მილიარდ დოლარს შეადგენდა. მათ შორის ყველაზე დიდი მოცულობის თანხა - 2.05 მილიარდი დოლარი დაბანდებული იყო აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში. ღირებულებით მეორე ადგილზეა 7 ტონა მონეტარული ოქრო, რაც 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა, მესამე ადგილზეა საფრანგეთის მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციები სადაც 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 195 მილიონი დოლარი იყო დაბანდებული. შემდეგ პოზიციას იკავებს კარიბის და ლათინური ამერიკის განვითარების ბანკის ობლიგაციები $91 მილიონით, 69 მილიონი დოლარი არის დაბანდებული საფრანგეთის საპენსიო ფონდის ობლიგაციებში, მსოფლიო ბანკის განვითარებისა და რეკონსტრუქციის საერთაშორისო ბანკის ობლიგაციებში კი $68 მილიონი არის განთავსებული.
სრულად, დაბანდებული აქტივების განაწილება ასეთია - 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით:
აქტივის დასახელება და ფასიანი ქაღალდის გამომშვები აქტივის ღირებულება - მლნ დოლარი US Department of Treasury, Washington $2,054 მლნ დოლარი; მონეტარული ოქრო - 229,478 უცნია (7 ტონა) $1,002 მლნ დოლარი; Government of France $195 მლნ დოლარი; Corporation Andina de Fomento, Supranational $91 მლნ დოლარი; Caisse D'Amortissement de la Dette Sociale $69 მლნ დოლარი; International Bank for Reconstruction & Development $68 მლნ დოლარი; European Investment Bank, Luxembourg $50 მლნ დოლარი; Korean Development Bank $43 მლნ დოლარი; African Development Bank, Abidjan $41 მლნ დოლარი; PSP Capital Inc $37 მლნ დოლარი; Asian Development Bank, Manila $37 მლნ დოლარი; Government of Germany $35 მლნ დოლარი; Government of Finland $35 მლნ დოლარი; Svensk Exportkredit AB, Stocholm $34 მლნ დოლარი; Kreditanstalt fuer Wiederaufbau, Frankfurt $32 მლნ დოლარი; Inter-American Investment Corporation $31 მლნ დოლარი; Province of Ontario Canada, Toronto $30 მლნ დოლარი; Caisse Des Depots et Consignations $28 მლნ დოლარი; Inter-American Development Bank, Washington D.C. $24 მლნ დოლარი; Government of Belgium $23 მლნ დოლარი; Export-Import Bank of Korea $22 მლნ დოლარი; Province of British Columbia Canada $22 მლნ დოლარი; CPPIB Capital Inc, Toronto $20 მლნ დოლარი; Kommunalbanken AS $19 მლნ დოლარი; Bank Nederlandse Gemeenten, Den Haag $18 მლნ დოლარი; Royal Bank of Canada $17 მლნ დოლარი; NRW Bank $16 მლნ დოლარი; Kommuninvest I Sverige AB, Orebro $14 მლნ დოლარი; Agence Francaise de Developpement $14 მლნ დოლარი; Japan Bank for International Cooperation, Otemachi $13 მლნ დოლარი; Government of Austria $12 მლნ დოლარი; Government of Denmark $12 მლნ დოლარი; Government of the Netherlands $11.7 მლნ დოლარი; OMERS Finance Trust $9.5 მლნ დოლარი; National Bank of Canada $9.1 მლნ დოლარი; National Australia Bank Ltd $8.5 მლნ დოლარი; European Union $6.0 მლნ დოლარი; Government of Portugal $5.8 მლნ დოლარი; CDP Financial In, Montreal $3.3 მლნ დოლარი; Nederlandse Waterschapsbank N.V. $2.0 მლნ დოლარი; Oesterreichische Kontrollbank AG, Vienna $1.3 მლნ დოლარი; EUROFIMA, Basel $1.2 მლნ დოლარი; Landeskreditbank Baden-Wuerttemberg Foerderbank $1.0 მლნ დოლარი; OPEC Fund for International Development $1.0 მლნ დოლარი; Government of Canada, Ottawa $1.0 მლნ დოლარი.