მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი - ირაკლი ლექვინაძე
სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი - ირაკლი ლექვინაძე

სადაზღვევო ბაზარი სტაბილურად ვითარდება, არსებობს გაფართოების პოტენციალი - ირაკლი ლექვინაძე

BM.GE2 მაისი, 2026, 14:12|bm.ge

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე ამბობს, რომ სადაზღვევო ბაზარი აქტიური კონკურენციის პირობებში ვითარდება. მან ამის შესახებ დაზღვევის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„სადაზღვევო ბაზარი აქტიური კონკურენციის პირობებში ვითარდება, დაზღვევის სხვადასხვა სახეობებში კონცენტრაციის ინდექსი (კონკურენციის ხარისხი) განსხვავებულია. არსებობს ბაზრის გაფართოების პოტენციალი, შემოდიან ახალი კომპანიები, ხშირად იცვლება ლიდერები და წამყვანი კომპანიების წილები, რაც აქტიურ კონკურენციაზე მიუთითებს,“- აღნიშნა GCCA-ის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები აქვს მიღებული მოკვლევებისა და მონიტორინგების ფარგლებში, სადაზღვევო და საბანკო გარანტიების საქმეში.

„ჩვენ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული მოკვლევების და მონიტორინგების ფარგლებში, გამოვყოფდი სადაზღვევო და საბანკო გარანტიების საქმეს, როდესაც გაიცა რეკომენდაცია, არ ყოფილიყო შესყიდვების პროცესში განსხვავება, მათ შორის, ამან მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სექტორებს შორის კონკურენციას. ასევე, მნიშვნელოვანი იყო საბანკო დაზღვევის მიმართულებით გაცემული 6 რეკომენდაცია, რომელზეც სამუშაო პროცესი მიმდინარეობს. აღნიშნულმა ხელი უნდა შეუწყოს მომხმარებლის მიერ კრედიტის აღებისას საუკეთესო პირობის მქონე სადაზღვევო კომპანიის შერჩევას. ასევე, მიღებულია რიგი გადაწყვეტილებები არაკეთილსინდისიერი კონკურენციის, დომინანტური მდგომარეობისა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან მიმართებით კონკურენციის საკითხებთან დაკავშირებით. ასევე, გამოვყოფდი რამდენიმე სადაზღვევო კომპანიის შერწყმის პროცესს, რაზეც თანხმობა იქნა გაცემული და თავსებადი იყო კონკურენტულ გარემოსთან. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურთან ერთად ჩვენ გვაქვს 2 მნიშვნელოვანი პლატფორმა - საერთაშორისო კონფერენცია კონკურენციის და მომხმარებლების შესახებ, რომელიც, ტრადიციულად, ნოემბერში იმართება და მომხმარებლის დაცვის კვირეული, სადაც რეგიონებში ვმუშაობთ ცნობიერების ამაღლებაზე. მომხმარებლების დაცვის მიმართულებით გამოვყოფდი ჩვენს ერთიან ეროვნულ სტრატეგიას, რომელიც 2025-2027 წლებში ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ აქტივობას გულისხმობს,“- აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა და საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება

3-18 მაისს ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის გზის მარცხენა მხარეს ჩამსვლელი პანდუსი ჩაიკეტება

BM.GE

FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე

FTSE 100-ის ხუთი წამყვანი კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟის სიმბოლურ ზარის დარეკვის ცერემონიებზე

BM.GE

"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე

"მოკლევადიან პერიოდში ხელშესახები შედეგებისთვის მიდგომა შევიმუშავეთ" - „რითეილ ასოციაცია“ ფასების კომისიის დასკვნაზე

BM.GE

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

გერმანია აშშ-ის ჯარების შემცირების ფონზე ევროპას თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს

BM.GE