მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სადაზღვევო ინდუსტრია ძირითადად ინფლაციის ხარჯზე იზრდება - მიხეილ ჯაფარიძე
სადაზღვევო ინდუსტრია ძირითადად ინფლაციის ხარჯზე იზრდება - მიხეილ ჯაფარიძე

სადაზღვევო ინდუსტრია ძირითადად ინფლაციის ხარჯზე იზრდება - მიხეილ ჯაფარიძე

BM.GE9 ნოემბერი, 2026, 00:42|bm.ge

“არდის” გენერალური დირექტორის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის 9 თვეში სადაზღვევო ინდუსტრიის მიერ მოზიდული პრემია დაახლოებით 15-16%-ით გაიზრდება. მიხეილ ჯაფარიძის თქმით, ამ ზრდაში დაახლოებით 50% ინფლაციის წვლილია, თუმცა მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ახალი სადაზღვევო პოლისების რაოდენობაც.

„ვფიქრობ, 9 თვეში დაახლოებით 15-16%-იანი ზრდა ექნება ინდუსტრიას.15-16-პროცენტიანი ზრდა ძალიან კარგი ზრდაა იმ ფონზე, რომ დაახლოებით ორმაგი და ცოტათი მეტიც არის, ვიდრე ქვეყნის ეკონომიკური ზრდაა. გვინდა რომ იმაზე მეტი იყოს ზრდა, ვიდრე ეკონომიკა იზრდება, რომ დავეწიოთ რეალურად იმ ნიშნულებს, რომელიც წესით ჩვენი ზომის ეკონომიკაში დაზღვევას უნდა ეკავოს.

ჩვენ ახლა მშპ-სთან მიმართებით დაახლოებით 1.2% - 1.3%-იანი წილი გვაქვს, რაც დაახლოებით 2.5% - 3% უნდა იყოს ჩვენი ზომის ეკონომიკისთვის. აქედან გამომდინარე, ინდუსტრიას უნდა გქონდეს იმაზე მეტი ზრდა ინდუსტრიას, ვიდრე ეკონომიკა იზრდება, რომ ამ მაჩვენებელს დავეწიოთ.

ძირითადად სამედიცინო დაზღვევა [იზრდება], რაც ცუდია იმ კუთხით, რომ სამედიცინო დაზღვევა შედარებით დაბალმარჟიანი ბიზნესია და აქედან გამომდინარე, დოვლათის გენერირებას ნაკლებად ემსახურება. უფრო კომპანიების ბრუნვას ზრდის და მოგების კომპონენტზე ნაკლებად აისახება.

ეს ეტყობოდა 6 თვის შედეგებსაც, იმიტომ რომ იმაზე ნაკლებად იყო ზრდა მოგებაში პროცენტულად, ვიდრე იყო შემოსავლებში ზრდა. ეგ არის ხოლმე მუდმივად გამოწვევა, რადგან შემოსავალი შეიძლება იზრდებოდეს, მაგრამ ეს არ ეტყობოდეს საბოლოო ჯამში კომპანიის პროდუქტიულობას და კომერციულ ინტერესს.

როცა მეკითხებით ინფლაციის დამსახურება რა იყო ამ ზრდაში, კი, დაახლოებით 50% ინფლაციის ზრდა იყო, თუმცა იყო პერიოდები, რომ კიდევ უფრო მეტი იყო [ინფლაციის წილი].

წელს, მაგალითად, ყველაზე მეტი ახალი პოლისი დაემატა სამედიცინო დაზღვევაში, რაც ინფლაციის ეფექტს გამორიცხავს, ამიტომ წელს ყველაზე მეტი ახალი პოლისია დაგენერირებული სამედიცინო დაზღვევის მიმართულებით და ამაში უფრო მეტი წილი აქვს საცალო დაზღვევას. ამიტომ იყო წლევანდელი წელი გასაკვირიც და გასახარიც ერთდროულად, რომ ის ვინც არ არის კორპორაციული სამედიცინო სისტემის ნაწილი, ინდივიდუალურად დაიწყო შესყიდვა თავისი საჭიროებებისთვის”,-აცხადებს მიხეილ ჯაფარიძე.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს ჯერ სექტორის 9 თვის ფინანსური მაჩვენებლები გამოქვეყნებული არ აქვს, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბაზარი პირველ სამ კვარტალში 15%-იან ზრდას აჩვენებს.

წლის პირველი ნახევარი სადაზღვევო სექტორმა ასევე ზრდით დაასრულა. 6 თვეში ინდუსრიამ 930 მილიონი ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. მოზიდული პრემიის მიხედვით ბაზრის ლიდერ პოზიციებს თიბისი დაზღვევა, იმედი ლ და ალდაგი ინაწილებენ. ჯამურად 19 სადაზღვევო კომპანიას წლის პირველ ნახევარში 189 მილიონი ლარის შემოსავალი ჰქონდა, წმინდა მოგებამ კი 64 მილიონი ლარი შეადგინა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„რასაც წერს საქსტატი, იმაზე მაღალი ინფლაცია გვაქვს“ - ალექსი ნონიაძე

„რასაც წერს საქსტატი, იმაზე მაღალი ინფლაცია გვაქვს“ - ალექსი ნონიაძე

BM.GE

დიდთოვლობისა და ყინვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სად არის მოძრაობა აკრძალული?

დიდთოვლობისა და ყინვის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა – სად არის მოძრაობა აკრძალული?

BM.GE

რატომ იზრდება მოთხოვნა თბილისის უძრავ ქონებაზე, რომელი უბნებია ყველაზე პოპულარული და რა სურთ მყიდველებს - MyCorner.ge-ს შეფასება

რატომ იზრდება მოთხოვნა თბილისის უძრავ ქონებაზე, რომელი უბნებია ყველაზე პოპულარული და რა სურთ მყიდველებს - MyCorner.ge-ს შეფასება

BM.GE

სესხების ლიმიტის ზრდა საშუალებას მოგვცემს, მეტი საშუალო და მსხვილი ბიზნესი დავაფინანსოთ - მიკრობანკი "კრისტალი"

სესხების ლიმიტის ზრდა საშუალებას მოგვცემს, მეტი საშუალო და მსხვილი ბიზნესი დავაფინანსოთ - მიკრობანკი "კრისტალი"

BM.GE