
საექსპორტო მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ - "ცეცხლი აინთო"
სამწვადე „ცეცხლი აინთოს“ თანადამფუძნებლის, გიორგი ახსაბაძის განცხადებით, კომპანია საექსპორტო მიმართულებით გაფართოებას გეგმავს და პირველ სამიზნე ბაზრად ამერიკის შეერთებულ შტატებს განიხილავს.
როგორც ახსაბაძემ BMGTV-ის გადაცემაში „საქმიანი დილა“ განაცხადა, კომპანიაში მიაჩნიათ, რომ მათ პროდუქციას საერთაშორისო პოტენციალი აქვს, ხოლო აშშ-ის ბაზარი მასშტაბისა და განვითარების შესაძლებლობების გამო, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებას წარმოადგენს. მისი თქმით, ამ ეტაპზე მთავარი აქცენტი ბრენდის პოზიციონირებასა და ცნობადობის ზრდაზე გაკეთდება.
„საექსპორტო მიმართულებით განვითარებას ვგეგმავთ. ჩვენი აზრით, ჩვენ პროდუქციას პოტენციალი აქვს ყველგან, თუმცა ამ ეტაპზე ვფიქრობთ ამერიკის ბაზარზე განვითარებას. ეს ბაზარი წარმოუდგენლად დიდია, საქართველო მაინც პატარა ბაზარია. ჩვენ უფრო ბრენდის კუთხით ვაპირებთ იქ განვითარებას, რომ ამით ვიპოზიციონიროთ“, – განაცხადა გიორგი ახსაბაძემ.
ამ დროისათვის, სამწვადის „ცეცხლი აინთო“ სწრაფი კვების რესტორნები - ვაკეში, აბაშიძის აბაშიძის 10-ში და საბურთალოზე, ტაშკენტის 10 ნომერში მდებარეობს. ობიექტის მენიუს ძირითადი პროდუქტი კახური, კლასიკური და ქათმის მწვადია.
BM.GE
წყარო: bm.ge