მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საერთაშორისო დონეზე ევროს როლი გაიზარდა - ECB
საერთაშორისო დონეზე ევროს როლი გაიზარდა - ECB

საერთაშორისო დონეზე ევროს როლი გაიზარდა - ECB

BM.GE6 ივნისი, 2026, 22:55|bm.ge

2025 წელს ევროს პოზიციები გლობალურ ფინანსურ სისტემაში მნიშვნელოვნად გაძლიერდა. ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ანგარიშის თანახმად, ერთიანმა ევროპულმა ვალუტამ გლობალური ბაზრის 20% დაიკავა. ევროში დენომინირებული საერთაშორისო ვალის მოცულობამ კი რეკორდულ $1.1 ტრილიონს მიაღწია. ამასთან, ევრომ მწვანე და მდგრადი ობლიგაციების ბაზარზე ლიდერობა მოიპოვა. ისტორიაში პირველად, ამ სეგმენტში ევრომ ამერიკულ დოლარს გადაუსწრო.

როგორც ირკვევა, ევროპულ ბაზარზე რეკორდული ფინანსური აქტივობა ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტებმა უზრუნველყვეს. კერძოდ, Alphabet-მა €13 მილიარდის ღირებულების საერთაშორისო ობლიგაციები გამოუშვა, რისი მიზანიც ევროპაში ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხელშეწყობა იყო. როგორც ECB წერს, პირველი კვარტალის მონაცემებმა ცხადყო, რომ მიმდინარე წელს მსგავსი ტენდენცია შენარჩუნდა. მაგალითისთვის, რამდენიმე თვის წინ Amazon-მა €14.5 მილიარდის მოცულობის ფასიანი ქაღალდები გამოუშვა.

ცნობისთვის, საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე ლიდერ პოზიციას 57%-იანი წილით კვლავ ამერიკული დოლარი ინარჩუნებს. მეორე ადგილზეა ჩინური იუანი, მესამე პოზიციას კი ბრიტანული გირვანქა სტერლინგი იკავებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

6 თვეში ექსპლუატაციაში შესული სპორტული ობიექტების ფართობი 2440%-ით გაიზარდა - სტატისტიკა

BM.GE