მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+-ის განვითარების შესახებ ექვსმხრივი შეთანხმება გაფორმდა
საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+-ის განვითარების შესახებ ექვსმხრივი შეთანხმება გაფორმდა

საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის CASCA+-ის განვითარების შესახებ ექვსმხრივი შეთანხმება გაფორმდა

BM.GE12 ოქტომბერი, 2026, 15:14|bm.ge

აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, თურქმენეთის, საქართველოს და თურქეთის რკინიგზის ადმინისტრაციებმა საერთაშორისო მულტიმოდალური მარშრუტის, CASCA+-ის, შემდგომი განვითარების შესახებ ექვსმხრივ ოქმს მოაწერეს ხელი.

როგორც Report-ი უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, დოკუმენტს ხელი ექვსი ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების ხელმძღვანელების შეხვედრის შემდეგ მოეწერა, რომელიც 7-8 ოქტომბერს ტაშკენტში გაიმართა.

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს მარშრუტზე ტვირთნაკადის გაზრდა, სამაცივრე კონტეინერებით ტვირთების გადაზიდვისთვის კონკურენტუნარიანი ტარიფების დანერგვა, მთელ მარშრუტზე პლატფორმების რეგულარული მიწოდების უზრუნველყოფა და პორტებში კონტეინერების მოცდენის დროის შემცირება.

ოქმი ამყარებს მიღწეულ შეთანხმებებს და განსაზღვრავს შემდგომი თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბათუმში, მშენებარე ცათამბჯენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ბათუმში, მშენებარე ცათამბჯენში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

BM.GE

ძალიან გვინდა, რომ საქართველოს მთავრობასთან კვლავ ვითანამშრომლოთ, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი

ძალიან გვინდა, რომ საქართველოს მთავრობასთან კვლავ ვითანამშრომლოთ, მაგრამ მათ ნაბიჯები უნდა გადადგან - მარტა კოსი

BM.GE

გადამუშავებული ყურძნიდან 99.4% მაღალი და საშუალო ხარისხისაა, 0.6% უხარისხო და მკვახეა | სააგენტო

გადამუშავებული ყურძნიდან 99.4% მაღალი და საშუალო ხარისხისაა, 0.6% უხარისხო და მკვახეა | სააგენტო

BM.GE

ნათია თურნავა ტაილანდში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

ნათია თურნავა ტაილანდში IMF-ისა და მსოფლიო ბანკის წლიურ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

BM.GE