მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საერთაშორისო რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებში შედარებით ზომიერი ტემპით გაგრძელდება - "თიბისი კაპიტალი"
საერთაშორისო რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებში შედარებით ზომიერი ტემპით გაგრძელდება - "თიბისი კაპიტალი"

საერთაშორისო რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებში შედარებით ზომიერი ტემპით გაგრძელდება - "თიბისი კაპიტალი"

BM.GE8 ივლისი, 2026, 22:47|bm.ge

მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით,- ამის შესახებ "თიბისი კაპიტალის" მაკროეკონომიკურ განახლებაშია აღნიშნული.

საგულისხმოა, რომ ივნისის ბოლოსთვის რეზერვები 7.1 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

"სავალუტო ბაზარზე ბოლო თვეებში არსებული სიჭარბე, რომელიც ლარის გამყარებასა და საერთაშორისო რეზერვების ზრდას უწყობს ხელს, სავარაუდოდ ივნისსა და ივლისის დასაწყისშიც შენარჩუნდა. ივნისში უცხოური ვალუტის შემოდინებებში საკმაო წვლილი შეიტანა არა-რეზიდენტების მხრიდან ქართული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების გააქტიურებულმა შესყიდვებმაც, რამაც უცხოელი ინვესტორების წილი მთავრობის ფასიან ქაღალდებში 2022 წლის თებერვლის შემდეგ მაქსიმალურ, 8.3%-მდე გაზარდა.

ამ ფონზე, მოლოდინების შესაბამისად, საერთაშორისო რეზერვები ივნისის ბოლოსთვის კვლავ გაიზარდა და 7.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად თითქმის 52%-იანი მატებაა. ასევე, სებ-მა დამატებით 100 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა, რის შედეგადაც ოქროს წილმა მთლიან რეზერვებში 14.2%-ს მიაღწია. მოსალოდნელია, რომ რეზერვების აკუმულაცია მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება, თუმცა შედარებით ზომიერი ტემპით",- აღნიშნულია მიმოხილვაში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

უძრავი ქონების დეველოპმენტს საბანკო დაკრედიტებაში კვლავ პირველი ადგილი უჭირავს - სების სტატისტიკა

BM.GE

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

უბილეთოდ მგზავრობისთვის წელს 63%-ით მეტი დაჯარიმდა, ვიდრე გასულ წელს

BM.GE

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

საქართველოსა და უზბეკეთს შორის სატვირთო გადაზიდვების ციფრული ნებართვების სისტემა ამოქმედდა

BM.GE

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

საქართველოს საგარეო ვალი $9 მილიარდია - ვისი ვალი აქვს ქვეყანას?

BM.GE