მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფონდო ბირჟამ ახალი რეკორდი დაამყარა
საფონდო ბირჟამ ახალი რეკორდი დაამყარა

საფონდო ბირჟამ ახალი რეკორდი დაამყარა

BM.GE2 ივნისი, 2026, 17:29|bm.ge

უოლ-სტრიტზე აღმასვლის მკვეთრი დინამიკა ისევ გრძელდება. კერძოდ, ძირითადი ინდექსის, S&P 500-ის მაჩვენებელმა 7,600 პუნქტს მიაღწია, რაც ისტორიული მაქსიმუმია. ერთწლიან პერიოდში ინდექსს თითქმის 28%-იანი ზრდა აქვს, რაც ისტორიულ საშუალო მაჩვენებელზე 2-ჯერ მეტია.

რეკორდული შედეგი აქვს Nasdaq-ის ტექნოლოგიურ ინდექსსაც, რომელიც ამჟამად 27,086-იან ნიშნულზე იმყოფება, რაც მსხვილი კომპანიების მკვეთრი ზრდით არის განპირობებული. ერთწლიან პერიოდში Nasdaq-მა თითქმის 40%-იანი ზრდის დაფიქსირება შეძლო.

აღმასვლის მიზეზს რაც შეეხება, ის, პირველ რიგში, უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიების ფინანსური შედეგებით არის განპირობებული. მოგეხსენებათ, თითქმის ყოველი მათგანი ამჟამად რეკორდული ზრდის ფაზაშია, მაგალითად, Google-ის მოგება 81%-ით გაიზარდა, ხოლო NVIDIA მიმდინარე კვირას საერთოდ ახალ ბაზარზე შევიდა და პერსონალური კომპიუტერებისთვის CPU-პროცესორების წარმოება დაიწყო.

თუკი ძირითად დინამიკას დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ ყველა წარმატებული კომპანია პირდაპირ თუ ირიბად ხელოვნურ ინტელექტთან არის დაკავშირებული, რომელიც საუკუნის მთავარი ტექნოლოგიად ითვლება და Nasdaq-ის ინდექსში წარმოდგენილ კომპანიებს არნახული ტემპით განვითარების საშუალებას აძლევს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

რეფორმის ფარგლებში აქცენტს უნივერსიტეტების დაფინანსების გაუმჯობესებაზე ვაკეთებთ - გივი მიქანაძე

BM.GE

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

ბრალდებული თითქოს ავტომობილის შესაძენად უცხო ქვეყნის მოქალაქის 1,2 მლნ ლარს დაეუფლა - პროკურატურა

BM.GE

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

აშშ-ის ეკონომიკური ზრდის ტემპი მეორე კვარტალში 1.5%-მდე შენელდა

BM.GE

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

სვანეთში ჩინელი ტურისტი ლიდერობს... თანხას თითქმის არაფერში ხარჯავენ, საკვებიც თავიანთი ჩამოაქვთ - "ლაჰილის" მფლობელი

BM.GE