მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთის ელჩის ვიზიტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
საფრანგეთის ელჩის ვიზიტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

საფრანგეთის ელჩის ვიზიტი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში

BM.GE3 ივნისი, 2026, 20:26|bm.ge

საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოლივიე კურტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ეწვია.

დიპლომატი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების მმართველი კომპანიის, ტავ ჯორჯიას გენერალურ მენეჯერს, თეა ზაქარაძეს შეხვდა. საუბარი შეეხო საავიაციო ბაზარზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებით გამოწვეულ მდგომარეობას.

ელჩი ასევე დაინტერესდა დაგეგმილი და მიმდინარე საინვესტიციო პროექტებით, რომელსაც ტავ ჯორჯია ახორციელებს. ტავ ჯორჯია უკვე 20 წელზე მეტია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს - ავითარებს და მართავს თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს. ის TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თავის მხრივ ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრია. საქართველოს მთავრობასთან დადებული წლევანდელი შეთანხმების მიხედვით, ტავ ჯორჯია თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოებაში მასშტაბურ ინვესტიციას ახორციელებს, რომლის მოცულობაც 150 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს.

ვიზიტის დასასრულს საფრანგეთის ელჩი ოლივიე კურტო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თბილისის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 223 სტატია.

  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირირუსთავი 2
  • პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირიიმედი
  • აქტივისტი, რუსკა მჭედლიძე საქალაქო სასამართლოს მანდატურის სამსახურის წინააღმდეგ თბილისის პროკურატურაში ჩვენებას აძლევსტვ პირველი
  • თბილისში, მშენებარე ობიექტიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპანეტგაზეთი
თბილისის →

მსგავსი სტატიები

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, უიტკოფი და კუშნერი მალე კიევში ჩავლენ

BM.GE

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

"კომპანიის ხაზის გათიშვამ ვერ და არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა" - "ენერგო-პროს" განცხადება

BM.GE

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

მსოფლიო ბაზარზე ნავთობი მცირედით გაიაფდა

BM.GE

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

საუდის არაბეთმა წითელ ზღვაში საერთაშორისო კოალიციის ჩამოყალიბება დაიწყო

BM.GE