მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს
საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს

საფრანგეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ნავთობტანკერი დააკავეს

BM.GE3 ივნისი, 2026, 01:07|bm.ge

საფრანგეთის ხელისუფლებამ რუსული ნავთობტანკერის, Tagor-ის დაკავების ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა.

არსებული ინფორმაციით, სამხედრო-საზღვაო ძალებმა სპეცოპერაცია ატლანტის ოკეანის სანაპიროდან 740 კილომეტრის დაშორებით განახორციელეს. როგორც გაირკვა, მურმანსკის პორტიდან გამოსული გემი სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ ცურავდა და ის რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს მიეკუთვნება.

ფლოტს, რომელიც ძირითადად დაძველებული ნავთობტანკერებისგან შედგება და კრემლს სანქცირებული წიაღისეული საწვავის უცხოურ ბაზარზე გატანაში ეხმარება.

მომხდარს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ X-ში უკვე გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ქვეყანა არ მისცემს რუსეთს უფლებას, საწვავი საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით გაყიდოს და ამით უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი დააფინანსოს. აღსანიშნი ფაქტია, რომ პარიზმა ეს ოპერაცია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერით ჩაატარა.

რაც შეეხება მოსკოვის პოზიციას, კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა საფრანგეთის ქმედება მკაცრად დაგმო. მან ტანკერის დაკავებას უკანონო ნაბიჯი და "საერთაშორისო მეკობრეობა" უწოდა. პესკოვის განცხადებით, რუსული მხარე საკუთარი ტვირთების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ამ უარყოფით გამოცდილებას აუცილებლად გაითვალისწინებს. საფრანგეთში რუსეთის ელჩის ინფორმაციით, დაკავებული ხომალდის კაპიტანი რუსეთის მოქალაქეა.

ცნობისთვის, ეს მიმდინარე წელს საფრანგეთის მიერ რუსული გემის დაკავების უკვე მეოთხე შემთხვევაა. როგორც ცნობილია, ევროპული ქვეყნები მოსკოვის მიერ დასავლური სანქციების გვერდის ავლის მცდელობებს მკაცრად აკონტროლებენ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სამხედრო

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 72 სტატია.

  • უკრაინული მედია: უკრაინაში 100-ზე მეტ სამხედრო კომისარიატში საგამოძიები მოქმედებები ტარდებაიმედი
  • ტრამპი ირანს მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში სამხედრო მოქმედებების განახლებით ემუქრებაფორმულა
  • აზოვსა და ტაგანროგში დრონებმა ნავთობბაზებს, სამხედრო-სამრეწველო ქარხანასა და ნავთობტერმინალს დაარტყესტვ პირველი
  • ირანის სამხედრო და სტრატეგიულ ობიექტებზე იერიშები გრძელდებარუსთავი 2
სამხედრო →რუსული →

მსგავსი სტატიები

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

Mastercard-ის კვარტალურმა მოგებამ Wall Street-ის პროგნოზებს გადააჭარბა

BM.GE

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მესენჯერების რეიტინგი | 2026 წელი

BM.GE

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

ბაბ-ელ-მანდების სრუტეში გემების გადაადგილება 50%-ით შემცირდა

BM.GE

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

რუსეთში პაველ დუროვი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანეს

BM.GE