მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთის სუპერმარკეტებზე განხორციელებულმა კიბერთავდასხმამ სამაცივრე სისტემები გათიშა
საფრანგეთის სუპერმარკეტებზე განხორციელებულმა კიბერთავდასხმამ სამაცივრე სისტემები გათიშა

საფრანგეთის სუპერმარკეტებზე განხორციელებულმა კიბერთავდასხმამ სამაცივრე სისტემები გათიშა

BM.GE13 ოქტომბერი, 2026, 21:49|bm.ge

საფრანგეთში მსხვილი სუპერმარკეტების ქსელების სამაცივრე სისტემები მასშტაბური კიბერთავდასხმის სამიზნე გახდა. არსებული ინფორმაციით, ჰაკერულმა თავდასხმამ ასობით სავაჭრო ობიექტი მოიცვა. საუბარია 150-დან 200-მდე მცირე თუ დიდი ზომის მაღაზიაზე, რომელთა ზარალიც ცალკეულ შემთხვევებში €200,000-ს აჭარბებს.

შექმნილი ვითარების გამო კომპანიებს გაფუჭებული მალფუჭებადი და გაყინული პროდუქციის გადაყრა მოუწიათ. მომხდარი Intermarche-ისა და Cooperative U-ს ქსელების წარმომადგენლებმა ოფიციალურად დაადასტურეს. Cooperative U-ს გენერალურმა დირექტორმა, დომინიკ შელშერმა აღნიშნა, რომ შეტევამ ქსელის სამაცივრე დანადგარები კვირა ღამიდან გათიშა.

როგორც ირკვევა, კიბერშეტევა დანიური კომპანია Danfoss-ის სამაცივრე აპარატურაზე განხორციელდა. საყურადღებოა, რომ საფრანგეთის კიბერუსაფრთხოების სააგენტო ANSSI-მ ამ მწარმოებლის პროგრამულ უზრუნველყოფაში სისტემური ხარვეზი აღმოაჩინა.

როგორც ფრანგული მხარე აცხადებს, არსებობს ვარაუდი, რომ მსგავსი კიბერინციდენტები ევროპის სხვა ქვეყნებშიც დაფიქსირდება. ევროკავშირის სოფლის მეურნეობისა და სურსათის კომისარმა, კრისტოფ ჰანსენმა მომხდარი თავდასხმა მკაცრად დაგმო და დააანონსა, რომ ბრიუსელი წევრი ქვეყნების დედაქალაქებთან ერთად ვითარების გარკვევაზე აქტიურად იმუშავებს.

ცნობისთვის, დანიური კომპანია Danfoss-ი სამაცივრე და სამრეწველო ტექნოლოგიების გლობალურ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელია. მისი პროგრამული უზრუნველყოფა ევროპის მასშტაბით ათასობით სავაჭრო ობიექტის ტემპერატურულ რეჟიმს აკონტროლებს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

სებ-მა არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალურ ბანკთან ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა

BM.GE

Apple-მა სახლის ახალი ჭკვიანი მოწყობილობა HomeView წარადგინა

Apple-მა სახლის ახალი ჭკვიანი მოწყობილობა HomeView წარადგინა

BM.GE

"რუმორმა" წარმადობა გააორმაგა - კომპანია სპორტული ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც გეგმავს

"რუმორმა" წარმადობა გააორმაგა - კომპანია სპორტული ტანსაცმლის ხაზის გამოშვებასაც გეგმავს

BM.GE

“IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია

“IT ინდუსტრიის გარეშე საქართველოში ერთ სულზე საშუალო შემოსავალი ₾800-900-ით ნაკლები იქნებოდა” - გიორგი ციკოლია

BM.GE