მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა
საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა

საფრანგეთმა 15 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელები აკრძალა

BM.GE22 ივლისი, 2026, 14:39|bm.ge

საფრანგეთის პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც 15 წლამდე მოზარდებისთვის TikTok-ისა და სხვა პლატფორმების გამოყენებას კრძალავს. როგორც ირკვევა, ეროვნულმა ასამბლეამ ინიციატივას მხარი 279 ხმით 81-ის წინააღმდეგ დაუჭირა, რის შედეგადაც საფრანგეთი ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც მსგავსი შეზღუდვა სრულფასოვნად დააწესა. ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ეს რეფორმა საკუთარი საპრეზიდენტო ვადის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ საკანონმდებლო შეზღუდვა ძალაში ორ ეტაპად შევა. პირველი სექტემბრიდან 15 წლამდე ასაკის პირებს ახალი ანგარიშების შექმნა აეკრძალებათ, 2027 წლის იანვრიდან კი შეზღუდვა უკვე არსებულ პროფილებზეც გავრცელდება. ციფრული ტექნოლოგიების მინისტრის, ან ლე ენანფის განცხადებით, ასაკის გადამოწმების მეთოდოლოგია უკვე არსებობს და წესების დაცვაზე პასუხისმგებლობა უშუალოდ პლატფორმებს დაეკისრებათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ სოციალური ქსელების აკრძალვასთან ერთად ახალი რეგულაციებით სკოლებში მობილური ტელეფონების გამოყენებაც შეიზღუდა.

რაც შეეხება გამონაკლისებს, შეზღუდვა ონლაინ ენციკლოპედიებსა და საგანმანათლებლო პლატფორმებს არ შეეხება. შესაბამისად, მოსწავლეებს კვლავ ექნებათ უფლება, ისეთი საიტებითა თუ პროგრამებით ისარგებლონ, რომლებიც მხოლოდ საინფორმაციო-სასწავლო შინაარსს ატარებს.

საყურადღებოა, რომ კანონპროექტი მოზარდების ან მათი მშობლების წინააღმდეგ რაიმე სახის სანქციებს არ ითვალისწინებს.

ცნობისთვის, გასული წლის დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც 16 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება აკრძალა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

„ამბასადორის საავიაციო სოფელი“ კაჭრეთს ავიატურიზმის მიზიდულობის ცენტრად აქცევს - ირაკლი კობახიძე

BM.GE

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩავიდნენ

BM.GE

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

მიხეილ ხიდურელი ბრიტანული Contact Web Ltd-ის საქართველოს წარმომადგენლობას შეხვდა

BM.GE

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

მერია საბურთალოზე, „სითი მოლთან“ მოძრაობის სქემას ცვლის - როგორ შეძლებთ გადაადგილებას?

BM.GE