მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საფრანგეთში ტემპერატურა 41 გრადუსს უახლოვდება - ღონისძიებებზე ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდა
საფრანგეთში ტემპერატურა 41 გრადუსს უახლოვდება - ღონისძიებებზე ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდა

საფრანგეთში ტემპერატურა 41 გრადუსს უახლოვდება - ღონისძიებებზე ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდა

BM.GE21 ივნისი, 2026, 16:55|bm.ge

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური ეროვნული მუსიკალური ფესტივალის (Fête de la Musique) ფარგლებში დაგეგმილ რიგ ღონისძიებებზე ალკოჰოლის მოხმარება აკრძალა. გადაწყვეტილების მიზეზი სიცხეა. ტემპერატურა რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება.

მუსიკის ყოველწლიური ფესტივალი საფრანგეთში მილიონობით ადამიანს უყრის თავს ქუჩებში, თუმცა ამჯერად ქვეყნის მესამედში საფრთხის უმაღლესი „წითელი დონეა“ გამოცხადებული, რის გამოც მთავრობამ საჯარო სივრცეებში ალკოჰოლის მიღება შეზღუდა.

„სახელმწიფოსა და მისი უწყებების მიერ ორგანიზებულ ყველა ღონისძიებაზე გაიცა მითითება, რომ სტუმრებს ალკოჰოლი არ შესთავაზონ“, - აცხადებენ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, სებასტიან ლეკორნიუს აპარატში.

სინოპტიკოსების პროგნოზით, კვირას ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, პარიზის რეგიონსა და ბურგუნდიაში ჰაერის ტემპერატურა 39-40 გრადუსამდე გათბება, ზოგიერთ რაიონში კი შესაძლოა 41 გრადუსსაც მიაღწიოს. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ სიცხე პიკს ორშაბათს მიაღწევს და შესაძლოა ისტორიული მაქსიმუმიც კი განახლდეს.

მთავრობამ მოსახლეობას ალკოჰოლის მოხმარების შეზღუდვისკენ მოუწოდა, რათა „შენარჩუნდეს სასწრაფო და სამედიცინო სამსახურების რესურსი და მედიკოსებმა ყურადღება ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების დახმარებაზე გადაიტანონ“. საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით გაურკვეველია, რამდენ ხანს გაგრძელდება სიცხის ტალღა, რომელიც, სავარაუდოდ, ქვეყნის მოსახლეობის სამ მეოთხედზე ახდენს გავლენას.

ადგილობრივებისა და ტურისტების დასახმარებლად, პარიზის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, დედაქალაქის პარკები და ბაღები ღამის განმავლობაშიც ღია დატოვოს.

მუსიკის ფესტივალი საფრანგეთში 40 წელზე მეტია იმართება და მას ყოველთვის ზაფხულის ბუნიობის დღეს აღნიშნავენ. გასულ წელს პარიზში გამართულ საფესტივალო ღონისძიებებს დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი დაესწრო.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია

Meta-ს Threads-ის მომხმარებელთა რაოდენობამ ნახევარ მილიარდს მიაღწია

BM.GE

ნედლი რძის მაღალი ფასის მიუხედავად, ინვესტორები რძის წარმოების სექტორში არ შედიან - მიზეზები

ნედლი რძის მაღალი ფასის მიუხედავად, ინვესტორები რძის წარმოების სექტორში არ შედიან - მიზეზები

BM.GE

გასულ წელს OpenAI-ის ხარჯებმა შემოსავლებს გადააჭარბა და $34 მილიარდს მიაღწია

გასულ წელს OpenAI-ის ხარჯებმა შემოსავლებს გადააჭარბა და $34 მილიარდს მიაღწია

BM.GE

ომის რამდენი ვეტერანია საქართველოში?

ომის რამდენი ვეტერანია საქართველოში?

BM.GE