მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარსადგენი ინფორმაცია გაფართოვდა - ვის ეხება ცვლილება
საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარსადგენი ინფორმაცია გაფართოვდა - ვის ეხება ცვლილება

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარსადგენი ინფორმაცია გაფართოვდა - ვის ეხება ცვლილება

BM.GE7 მაისი, 2026, 19:00|bm.ge

საგადასახადო შემოწმების ფარგლებში წარსადგენი ინფორმაცია გაფართოვდა - საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებები ძირითადად ფაქტორინგის ოპერაციებთან არის დაკავშირებული. საუბარია ფაქტორინგული კომპანიის მიერ საკუთარი მესაკუთრეების, აქტივების, ქონების, ფულადი სახსრების და მათი წარმომავლობის შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე. ეს ცვლილებები ფაქტორინგის შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტის შემადგენელი ნაწილია და ის ფაქტორინგული კომპანიების საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობას აწესრიგებს. აღნიშნულის შესახებ BDO-ს საკანონმდებლო მაცნეზე არის საუბარი.

"2026 წლის 6 აპრილს გამოქვეყნდა კანონი №1456-Vმს-XIმპ საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. შედეგად განახლდა საგადასახადო ორგანოს მიერ საგადასახადო შემოწმების ფარგლებში მოსათხოვი ინფორმაცია. განხორციელებული ცვლილებით, სსკ-ის 70-ე მუხლს დაემატა ახალი 3⁷ ნაწილი, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელის საგადასახადო შემოწმებისას ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია ფაქტორინგული კომპანიისა და ფაქტორინგული პლატფორმისგან გამოითხოვოს პირის შესახებ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 52⁸ მუხლით გათვალისწინებული კონფიდენციალური ინფორმაცია (ფაქტორინგული კომპანიის, ფაქტორინგული პლატფორმის კაპიტალის წარმოშობის წყაროებისა და მისი მნიშვნელოვანი წილის უშუალო მესაკუთრეებისა და ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ, მათ შორის, ქონების ან/და ფულადი სახსრების წარმომავლობის შესახებ, ინფორმაცია).

თავის მხრივ, „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ფაქტორინგული კომპანია და ფაქტორინგული პლატფორმა წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ან სააქციო საზოგადოების სამართლებრივი ფორმით დაფუძნებულ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ რეგისტრირებულ იურიდიულ პირ(ებ)ს, რომლებიც ახორციელებენ ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობებს (გარდა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკისა და მიკრობანკისა და რეგისტრირებული მიკროსაფინანსო ორგანიზაციისა, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით აქვთ ფაქტორინგის განხორციელების უფლება). ცვლილება ძალაშია 2027 წლის 1 იანვრიდან."- ნათქვამია მიმოხილვაში.

ცნობისთვის, პარლამენტმა „ფაქტორინგის შესახებ“ ახალი კანონი მიიღო, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ალტერნატიული დაფინანსების წყაროს გაჩენას ისახავს მიზნად. რეფორმა, რომელზეც მთავრობა ეროვნულ ბანკთან და მსოფლიო ბანკთან ერთად მუშაობდა, 15 სხვადასხვა კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. მთავრობა აცხადებს, რომ რეფორმის მთავარი მიზანი დებიტორული დავალიანების მართვის გაუმჯობესებაა.

კანონპროექტის მიხედვით, ფაქტორინგული კომპანიები ვალდებული იქნებიან დარეგისტრირდნენ და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ წესებს დაექვემდებარონ. ფაქტორინგულ კომპანიად რეგისტრაციისთვის კომპანიებს 10,000 ლარიანი მოსაკრებლის გადახდა და კაპიტალის 300,000 ლარის შევსება მოუწევთ.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

„დეილის“ ქსელში AI-ის დანერგვის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

„დეილის“ ქსელში AI-ის დანერგვის შემდეგ ფასები შედარებით შემცირდა | Stemscale Georgia სურსათის გაიაფების რესურსზე

BM.GE

მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გასაჯაროვდა - რა ქონებას ფლობს?

მამუკა მდინარაძის დეკლარაციები გასაჯაროვდა - რა ქონებას ფლობს?

BM.GE

წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

წელს თურქმენეთთან ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაიზრდება - "საქართველოს რკინიგზის" დირექტორი

BM.GE

აშშ-მა ერაყის ნავთობის მინისტრის მოადგილეს და ირანთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ერაყის ნავთობის მინისტრის მოადგილეს და ირანთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესა

BM.GE