მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ხარაბაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ხარაბაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან ხარაბაძე სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა

BM.GE22 სექტემბერი, 2026, 18:55|bm.ge

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა დავით თამაზაშვილმა თანამშრომლებს ახალი პირველი მოადგილე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი ლევან ხარაბაძე წარუდგინა.

უწყება წერს, რომ დავით თამაზაშვილმა ლევან ხარაბაძეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ცნობისთვის, ლევან ხარაბაძემ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის თანამდებობა (შემოსავლების სამსახურის უფროს მიხეილ მაღლაკელიძესთან ერთად) 12 სექტემბერს დატოვა.

ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 2026 წლის 1 მაისს დაინიშნა, სადაც მან მიხეილ მაღლაკელიძე შეცვალა, რომელიც, თავის მხრივ, შემოსავლების სამსახურის უფროსად გადავიდა.

საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელობამდე ლევან ხარაბაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობა ეკავა. მანამდე იგი სახელმწიფო რწმუნებული იყო ჯერ შიდა ქართლში, ხოლო მოგვიანებით ქვემო ქართლში.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

სატყეო სააგენტოს შემოსავლების გეგმა 131%-იანი გადაჭარბებით შესრულდა | ბესიკ ამირანაშვილი

BM.GE

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

რამდენად რეალურია, დენის იმპორტისას შუამავალი კომპანიების "ჩახსნამ" ტარიფი გააიაფოს?|სემეკის პასუხის BMG-ის

BM.GE

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

მთავრობა ანაკლიის პორტის დაფინანსებას წელს ₾125 მილიონით ზრდის | 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი

BM.GE

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი

BM.GE