მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაშია მიცემული
საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაშია მიცემული

საგამოძიებო სამსახურმა 19 ტონა ვადაგასული ხორცპროდუქტის რეალიზაციის საქმეზე ერთი პირი პასუხისგებაშია მიცემული

BM.GE21 ივლისი, 2026, 18:51|bm.ge

თბილისში სამართალდამცველებმა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის ხორცპროდუქტი ამოიღეს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქისგან შეიძინა 19 ტონა ვადაგასული და ჯანმრთელობისთვის საშიში გაყინული საქონლის პროდუქცია. იგი პროდუქტს თბილისის ერთ-ერთ სამაცივრე საწყობში ინახავდა და შემდგომ ეტაპობრივად საკუთარ ხორცის მაღაზიაში გადაჰქონდა გასაყიდად.

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ბრალდებულის კუთვნილი ხორცის მაღაზიიდან და სამაცივრე საწყობიდან დიდი ოდენობით ვადაგასული პროდუქცია ნივთმტკიცებად ამოიღეს.

საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის რეალიზაციის ფაქტზე მიმდინარეობს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

OpenAI-მ რეკორდული შესაძლებლობების ხელოვნური ინტელექტი GPT-6 Astra წარადგინა

BM.GE

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

რუსეთმა და ჩინეთმა ახალი გაზსადენის, „ბაიკალის ძალის“ პროექტი განიხილეს

BM.GE

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

"ევრობილდს" პატარა ენგურზე ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია გაუხანგრძლივდება

BM.GE

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

უკრაინას ომი ყოველდღიურად $450 მილიონი უჯდება - ანდრიი სიბიჰა

BM.GE