მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმები გაორმაგდა და 4 თვეში 108 მილიონს მიაღწია

BM.GE21 მაისი, 2026, 16:41|bm.ge

2026 წლის იანვარ-აპრილის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმების აკრეფით 108 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (54 მლნ ლარი) ორჯერ მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 43.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 65 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

შედარებისთვის, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 54 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად, ამ მიმართულებით დაწერილი საჯარიმო შემოსავლები წელს 100%-ით, ანუ 54 მილიონი ლარით გაიზარდა.

ამასთან, ჯარიმების მოცულობა, რასაც მიმდინარე წლის განმავლობაში მთავრობა აკრეფს, კიდევ გაიზრდება, რადგანაც 2026 წლის პირველი მაისიდან ძალაში შევიდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლითაც სიჩქარის გადაჭარბებისთვის და კიდევ მთელი რიგი სხვა დარღვევებისთვის განსაზღვრული ჯარიმები გაიზარდა.

კერძოდ, 2026 წლის 1 მაისიდან შემდეგი ჯარიმები ამოქმედდა:

• მანევრირების წესების დარღვევა: 100 ლარი — გაიზარდა 100%-ით • სიჩქარის გადაჭარბება (15-40 კმ/სთ): 100 ლარი — გაიზარდა 100%-ით • ღვედის გამოუყენებლობა: 50 ლარი — გაიზარდა 25%-ით • მობილურით სარგებლობა მართვისას: 50 ლარი — გაიზარდა 67%-ით • დგომა-გაჩერების წესების დარღვევა (რეგიონებში): 50 ლარი — გაიზარდა 400%-ით • დრიფტი (მსუბუქი ზიანით): 500 ლარი — გაიზარდა 100%-ით • საცობის/საავარიო ვითარების შექმნა (განმეორებით): 300 ლარი — გაიზარდა 100%-ით • სატვირთოების ტრანზიტი თბილისში: 500 ლარი — გაიზარდა 400%-ით • ტროტუარზე/გადასასვლელზე დგომა (დიდ ქალაქებში): 100 ლარი — გაიზარდა 900%-ით • ტროტუარზე მოძრაობა: 200 ლარი — გაიზარდა 1900%-ით

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: თვეში

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 54 სტატია.

  • ლევან მაჭავარიანი დარჩიაშვილს: თქვენ ხართ პირადად ხელმომწერი მოღალატეობრივი რეზოლუციის, რომელიც წაგებული ომიდან ორ თვეში გააფორმეთ და ომის დაწყება ჩვენ სამხედროებს დააბრალეთ - ეს რატომ გააკეთეთ? ანუ ეს თქვენ მართლა ჩაიდინეთ და აღიარეთ?რუსთავი 2
  • 2 700 000 ლარი 1 თვეში - ჩინოვნიკების სმა-ჭამაში დახარჯული ფული რეკორდებს ხსნისტვ პირველი
  • ქართულ მხარესთან 9 თვეში თითქმის მილიონი გადაკვეთა დაფიქსირდა – სოხუმინეტგაზეთი
  • ნატოს მაღალჩინოსნის განცხადებით, გასულ თვეში რუსეთმა უკრაინაში 50 000-მდე ჯარისკაცი დაკარგაფორმულა
თვეში →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE