მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სტატუსის და სახელის ცვლილებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა
საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სტატუსის და სახელის ცვლილებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს სტატუსის და სახელის ცვლილებას პარლამენტმა მხარი დაუჭირა

BM.GE29 აპრილი, 2026, 21:59|bm.ge

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაჩქარებული წესით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს“ სტატუსი და სახელწოდება იცვლება. რეფორმის შედეგად უწყებას „ინვესტიციების სააგენტო“ ეწოდება.

კანონპროექტი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა წარადგინა. ცვლილებას მხარი 89-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, იცვლება სააგენტოს მართვის მოდელი და ფუნქციური დატვირთვა:

• უწყება საქმიანობას „ინვესტიციების სააგენტოს“ სახელით გააგრძელებს. • სააგენტო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში გადადის. • რეფორმის ავტორების განმარტებით, ცვლილება მიზნად ისახავს ქვეყანაში საინვესტიციო პოლიტიკის უფრო ეფექტიან მართვას და საჯარო-კერძო პარტნიორობის პროექტების კოორდინაციის გაუმჯობესებას.

აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო მთავრობის ადმინისტრაციის ფარგლებში ფუნქციონირებდა და საინვესტიციო პროექტების ექსპერტიზასა და მხარდაჭერას ახორციელებდა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: მხარს

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 53 სტატია.

  • საკონსტიტუციო სასამართლოში უპრეცედენტო სარჩელის განხილვა გრძელდება - 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსარჩელე მხარის არგუმენტები წარდგენილიარუსთავი 2
  • ცხინვალი: სექტემბრის შემდეგ ქართულ მხარეს საზღვარი არ დაურღვევიანეტგაზეთი
  • „თუ აშშ რუსეთს დაუჭერს მხარს, ეს ისტორიული შეცდომა იქნება“ - ზელენსკიტვ პირველი
  • უკრაინული მხარე: SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის მუშაობა შეზღუდაფორმულა
მხარს →

მსგავსი სტატიები

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

General Motors-მა აქციებს ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან Nasdaq-ზე გადატანა გადაწყვიტა

BM.GE

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

არის, თუ - არა საქართველოს მთავრობის ვალი სამეზობლოსა და ევროპაში ყველაზე დაბალი? - რას აჩვენებს მონაცემები

BM.GE

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

მერია აცხადებს, რომ რიყის დოქების ადგილზე ასაშენებელი პროექტი ჯერჯერობით მათთვის წარდგენილი არაა

BM.GE

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია

BM.GE