მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები
საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები

საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესში ცვლილებები შევიდა - დეტალები

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 17:30|bm.ge

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მიიღეს გადაწყვეტილება მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების წესით გათვალისწინებული გარდამავალი პერიოდის 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელების შესახებ.

კერძოდ, წამყვან მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სქემით განსაზღვრული ფუნქციის შესრულების ვალდებულება მხოლოდ ერთ სკოლაში ექნება, ხოლო მენტორ მასწავლებელს/სპეციალურ მასწავლებელს სამინისტროს მხოლოდ ერთი ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე. თუმცა 2027 წლის 1 იანვრამდე აღნიშნული პირები სტატუსის შესაბამის ფუნქციურ დანამატს მიიღებენ ყველა იმ საჯარო სკოლაში, რომელშიც დასაქმებულნი არიან წამყვან ან მენტორ მასწავლებლად/სპეციალურ მასწავლებლად.

ასევე 2027 წლის 1 იანვრამდე გაგრძელდა გარდამავალი პერიოდი იმ საკითხთან მიმართებითაც, რომლის მიხედვითაც ხდება მასწავლებლის შრომის ანაზღაურების ძველი და ახალი წესით დაანგარიშებული ოდენობების შედარება და შესაბამისი სხვაობის შევსება. განახლებული წესით, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს, რომლებსაც I-IV კლასების კომბინირებულად სწავლების უფლება აქვთ მოპოვებული და დაწყებით საფეხურზე ასწავლიან ჭადრაკს ან საგანს „მე და საზოგადოება“, შრომის ანაზღაურება შესაბამისი წესით მიეცემათ.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა

მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ მუშაობა სრულად შეაჩერა

BM.GE

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

გვანცა დარასელიას წერილი საკუთარ 19 წლის თავს - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია

BM.GE

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - დირექტორობის კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა

TV პირველში საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო შეიქმნა - დირექტორობის კანდიდატი ლევან ჯორბენაძეა

BM.GE

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

როგორი შედეგებით დასრულდა ბოლო სავაჭრო სესია გლობალურ ბირჟებზე?

BM.GE