მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურს კომუნიკაციების კომისიის და სემეკის შემოწმების უფლებაც ექნება

BM.GE23 ივნისი, 2026, 13:11|bm.ge

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და მხარი დაუჭირა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს, თანმხლებ პროექტებთან ერთად.

ცვლილებები აუდიტის სამსახურის საქმიანობის ორგანიზებას, აუდიტორულ უფლებამოსილებებსა და უწყების შიდა მმართველობის წესებს ეხება.

კანონპროექტის მომხსენებლის, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ხელაძის განცხადებით, ფართოვდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილებები. თუკი აქამდე უწყება მარეგულირებელი კომისიების გარდა ყველა სახელმწიფო ორგანოს ამოწმებდა, ახალი ცვლილებით, შემოწმებას კომუნიკაციების კომისია და სემეკიც დაექვემდებარებიან.

„მათი აუდიტი მოხდება ზუსტად იმ პრინციპების დაცვით, როგორც დღეს მოწმდება ეროვნული ბანკი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ აუდიტი განხორციელდება მხოლოდ ადმინისტრაციულ და კაპიტალურ ხარჯებზე და მარეგულირებლების გადაწყვეტილებაში აუდიტის სამსახური არ ჩაერევა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

რას ითვალისწინებს კანონპროექტი

• საგამონაკლისო უფლებამოსილებები: აუდიტორებს უფლება ეძლევათ, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ინფორმაცია უშუალოდ შესყიდვებში მონაწილე პირებისგან გამოითხოვონ. • გაზრდილი ჯარიმები: დოკუმენტაციის მიუწოდებლობის ან მცდარი ინფორმაციის წარდგენისთვის ჯარიმა დღეს არსებული 1 000 ლარის ნაცვლად 5 000 ლარი გახდება. • ელექტრონულ ბაზებზე წვდომა: ოპერატიულად მუშაობის მიზნით, აუდიტის სამსახურს მემორანდუმების საფუძველზე სხვა ადმინისტრაციული ორგანოების ელექტრონულ ბაზებზე წვდომისა და მონაცემთა დამუშავების უფლება ექნება. • საჯარო ურთიერთობების მდივანი: კანონს ემატება ახალი პოზიცია — საჯარო ურთიერთობების მდივანი, რომელიც გენერალური აუდიტორის დავალებით სხვა უწყებებთან კომუნიკაციას უზრუნველყოფს. აღნიშნული პოზიცია დამატებით ფინანსურ ხარჯებს არ მოითხოვს.

კანონპროექტით ასევე ზუსტდება, რომ ფინანსური შესაბამისობისა და ეფექტიანობის აუდიტები მოიცავს როგორც მიმდინარე, ისე უკვე განხორციელებული საქმიანობის შემოწმებას.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 2025 წლის დეკემბერში მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წლის მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციები აუდიტის სამსახურს გადაეცა. მომხსენებლის თქმით, სწორედ ამ რეფორმის გამო გახდა საჭირო ცალკეული საკითხების დაზუსტება და საბიუჯეტო სახსრების განკარგვაზე ეფექტური ზედამხედველობის დაწესება.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

რუსული Gazprom-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

რუსული Gazprom-ის აქციები ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა

BM.GE

20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი თიბისი დაზღვევაში 4 მილიონ ლარს აღემატება

20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი თიბისი დაზღვევაში 4 მილიონ ლარს აღემატება

BM.GE

ელექტროენერგიის ექსპორტი ბოლო 10 წლის მინიმუმზეა - Galt & Taggart

ელექტროენერგიის ექსპორტი ბოლო 10 წლის მინიმუმზეა - Galt & Taggart

BM.GE

[მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ კაზინოები] არსებულ კომპანიებთან კონკურენციაში ვერ შევლენ - შოთა ბერეკაშვილი

[მხოლოდ უცხოელებისთვის განკუთვნილი ონლაინ კაზინოები] არსებულ კომპანიებთან კონკურენციაში ვერ შევლენ - შოთა ბერეკაშვილი

BM.GE