მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. სახელმწიფო ელექტროსისტემა საკუთარ შენობაზე მზის პანელებს დაამონტაჟებს - ტენდერის ღირებულება ₾445 659-ია
სახელმწიფო ელექტროსისტემა საკუთარ შენობაზე მზის პანელებს დაამონტაჟებს - ტენდერის ღირებულება ₾445 659-ია

სახელმწიფო ელექტროსისტემა საკუთარ შენობაზე მზის პანელებს დაამონტაჟებს - ტენდერის ღირებულება ₾445 659-ია

BM.GE3 ივნისი, 2026, 21:15|bm.ge

სახელმწიფო ელექტროსისტემა საკუთარ შენობებზე მზის პანელების მონტაჟში 445 659 ლარს გადაიხდის. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და წინადადებების მიღება 25 ივნისიდან დაიწყება და 30 ივნისს დასრულდება.

შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, უნდა მოეწყოს მზის პანელების სადგური, რომელიც ასევე ნეტო აღრიცხვის სისტემაში იქნება ჩართული.

პანელები შემდეგ მისამართებზე განთავსდება: თბილისი, ნიკოლოზ ბარათაშვილის N2-ში მდებარე სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შენობის კუთვნილ სახურავზე, არანაკლებ 110 კვტპკ (DC) დადგმული სიმძლავრით.

ქალაქი თბილისი, ნაკადულის ქუჩა N2 -ში მდებარე სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” შენობის კუთვნილ სახურავზე და ორი ერთეული ღია ავტოსადგომის სახურავზე, არანაკლებ 300 კვტპკ (DC) დადგმული სიმძლავრით.

შერჩეული კომპანია ვალდებული იქნება, მზის პანელების სადგურის გამართვისთვის საჭირო მოწყობილობების მიწოდებაზე, საპროექტო მომსახურების გაწევასა და სამონტაჟო სამუშაოების შესრულებაზე. ასევე მან უნდა გამართოს მზის პანელების სადგურის ფუნქციონირებისათვის საჭირო შიდა ქსელი და ამ ქსელის მეშვეობით უზრუნველყოს მისი ყველა ნაწილის ერთმანეთთან დაკავშირება.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მზის პანელები 90 დღის ვადაში უნდა დაამონტაჟოს.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

საქართველომ $17.2 მილიონის ღირებულების ჩემოდნები და სამგზავრო ჩანთები შეიძინა - იმპორტი გაძვირდა

BM.GE

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პუტინმა მას არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

BM.GE

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

განიხილება საბაჟო გზავნილებზე მოქმედი შეღავათების ცვლილების მიზანშეწონილობა|ფინანსთა სამინისტრო

BM.GE

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

საუდის არაბეთი აშშ-ირანის ომში ოფიციალურად ჩაერთო

BM.GE